რა სარგებლობის მოტანა შეუძლია კიტრის მარინადს

876

ყველას გვიყვარს მჟავე კიტრი. გარდა პიკანტური გემოსა და არომატისა, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რატომაც უნდა შევიყვაროთ ეს პროდუქტი.

იცოდით, რომ კიტრის მარინადი ძალიან სასარგბლო პროდუქტია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდნეობით ვიტამინებსა და მინერალებს?

როგორც მოგეხსენებათ, კიტრი უმეტესწილად წყალისგან შედგება, ხოლო ცხიმისა და ცილის შემცველობა მასში მინიმუმს უტოლდება.

ერთი საშუალო ზომის კიტრის მარინადი შეიცავს: 

  1. ზრდასრული ადამიანისათვის K ვიტამინის დღიური ნორმის დაახლოებით 23%-ს. სწორედ ეს ვიტმინი გვარიდებს სისხლის შედედებას და აძლიერებს ძვლებს.
  2. A ვიტამინის დღიური ნორმის დაახ. 24%-ს, რომელიც აუცილებელია კარგი მხედველობისა და ძლიერი იმუნური სისტემისთვის.
  3. კალციუმის დღიური ნორმის 7%-ს, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების სიძლიერისთვის.
  4. კალიუმის დღიური ნორმის 5%-ს. ეს მინერალი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის გამართული მუშაობისთვის.
  5. C ვიტამინის დღიური ნორმის 3-4%-ს. ეს უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმსა და ქსოვილებს დაზიანებისგან.

გარდა ამ მდიდარი შემადგენლობისა, ფერმენტირებულ პროდუქტებს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ნაწლავების მუშაობაზე. კეფირის მსგავსად, ნატურალური მარინადები აღადგენს ნაწლავების ჯანსაღ მირკოფლორას და აუმჯობესებს პერისტალტიკას.

რა სარგებელი მოაქვს მარინადებს ჩვენი ჯანმრთელობისათვის?

1. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

ფერმენტირებული პროდუქტები, მათ შორის მჟავე კიტრი, სასარგებლო ბაქტერიებითაა მდიდარი, რომელთაც მეორენაირად პრობიოტიკების სახელწოდებითაც ვიცნობთ. სწორედ ისინი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს საჭმლის მონელების პროცესში.

2. თავიდან გვარიდებს დაავადებებს

მჟავე კიტრი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია, კერძოდ კი ძალიან მაღალია მასში ბეტა-კარტოინის შემცველობა, რომელსაც ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის.

კაროტინი – ძლიერი შენაერთი, რომელიც გულის დაავადებების, ინსულტის, რესპირატორული დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ადაბლებს.

3. ამსუბუქებს კუნთების სპაზმებს

თუ სპორტსმენი ხართ, ვარჯიშის შემდეგ მიირთვით მჟავე კიტრი, რათა აღიდგინოთ ორგანიზმში დაკარგული ელექტროლიტები. გარდა ამისა, მარინადები თავიდან გვარიდებს კუნთების სპაზმებს, რაც არაერთი კვლევითაა დამკტიცებული.

4. აწესრიგებს შაქრის დონეს

კიტრის მარინადი და მისი წვენი, რომლის შემადგენლობაშიც ძმარი შედის, დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში. ძალიან სასარგებლოა კიტრის მარინადი ადამიანებისათვის, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ.

როგორც ხედავთ, თუ მჟავე კიტრი გიყვართ, ძალიან გაგიმართლათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ კიტრის მარინადი უნდა მიირთვათ მხოლოდ გონივრული ულუფით, რადგან მასში ძალიან მაღალია მარილების შემცველობა.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლა გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!