რაც პურს ამ მარტივი რეცეპტის მიხედვით ვამზადებ, მაღაზიაში აღარასდროს ვყიდულობ. გაცილებით გემრიელი, თანაც ბიუჯეტურია

6032

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით გამოაცხობთ გემრიელ, სურნელოვან, ნასვრეტებიან, ჰაეროვან და ხრაშუნაქერქიან პურს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი 350 გრ
  • საფუარი 5 გრ
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თბილი წყალი 210 მლ
  • ზეთი 30 მლ

მომზადების წესი:

1. თასში ურევთ ფქვილს, მარილს, საფუარსა და შაქარს. ამატებთ  თბილ წყალს, ზეთს და ზელთ ცომს. მიიღებთ წებოვან ცომს. ფქვილი არ დაამატოთ. მზა ცომი გადაიტანეთ თასში, ზემოდან გადაუსვით ზეთიანი ხელი და დაასვენეთ მინიმუმ 30 წუთი.

2. სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ცოტა ფქვილი და გადმოიტანეთ ცომი. ფაფუკი და დამყოლი ცომი თითებით გაიტანეთ სიგრძეზე და რულეტივით გადაახვიეთ. იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორედ. ამ მანიპულაციების წყალობით პური გამოდის ჰაეროვანი და ნასვრეტებიანი.

3. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ფორმას გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ზემოდან გადაუსვით სველი ხელი, მოაყარეთ ფქვილი და ბასრი დანით გაუკეთეთ 3-4 ჭრილი.

4. ღუმელი გააცხელეთ 180-190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-35 წუთი.

5, პური შიგნიდან არის ჰაეროვანი, რბილი და ფუმფულა, ხოლო ქერქი აქვს ხრაშუნა.

გემრიელად მიირთვით!