ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული წყალბადის ზეჟანგი პირველადი დახმარების უებარი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ კლავს მიკრობებს, აქტიურად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გთავაზობთ წყალბადის ზეჟანგის გამოყენების რამდენიმე გზას.
1. ათეთრებს ფრჩხილებს
ყვითელი ფრჩხილების გასათეთრებლად გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი.
3-4 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და ჩაყავით თითები. გააჩერეთ 2-3 წუთი. შემდეგ ფრჩხილები ნაზად გაიხეხეთ რბილი ჯაგრისით და ხელები დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურები ჩაიტარეთ რამდენიმე თვის განმავლობაში კვირაში 1-2-ჯერ.
თუ ფრჩხილებზე ლაქები გაქვთ, ბამბაზე დაიტანეთ წყალბადის ზეჟანგი და დაიდეთ უშუალოდ ფრჩხილზე. გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ფრჩხილები ნაზად გაიხეხეთ რბილი ჯაგრისით.
ორივე პროცედურის ბოლოს წაისვით ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი და კარგად შეიზილეთ ფრჩხილებზე.
2. ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ანტისეპტიკური თვისებებით გაჯერებული წყალბადის ზეჟანგი ებრძვის ფრჩხილის სოკოს. ასევე შეგიძლიათ გამოყენოთ კოჟრებისა და ნახეთქების საწინააღმდეგოდ.
პირველ რიგში, ამზადებთ წყალბადის ზეჟანგისა და წყლის ნარევს. ორივე პროდუქტს იღებთ თანაბარი რაოდენობით.
ნარევი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და ძილის წინ მიისხურეთ ფეხის თითებზე.
დაიტოვეთ მთელი ღამე.
მეორე დილით ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით და ფრჩხილები გაიხეხეთ რბილი ჯაგრისით.
პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად, სანამ არ აღმოფხვრით ინფექციას.
3. აკნეს საწინააღმდეგო საშუალება
კანის ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მკურნალობაც წყალბადის ზეჟანგით შეიძლება, არის აკნე. წყალბადის ზეჟანგი ჟანგავს გარემოს, რომელზეც გამოიყენება და კლავს ბაქტერიებს.
გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგი აკონტროლებს ცხიმის წარმოებას და ამცირებს შემდგომი გამონაყარის რისკს.
- პირველ რიგში, გაიწმინდეთ სახე თქვენთვის ხელმისაწვდომი გამწმენდი საშუალებით.
- ბამბის ფირფიტა გააჯერეთ წყალბადის ზეჟანგით და გაიწმინდეთ დაზიანებული უბნები.
- გაიჩერეთ 1-2 წუთი.
- შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი, რომლის შემადგენლობაში არ შედის ზეთები.
- პროცედურა ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველდღე, შეგიძლიათ დღეში 2-ჯერაც წაისვათ.
4. პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის
ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული წყალბადის ზეჟანგი ჯანსაღი პირის ღრუს გარანტიაა. შეუძლია გააკონტროლოს პათოგენების ზრდა პირის ღრუში, რაც თავის მხრივ ამცირებს კბილებზე ნადების წარმოქმნას, გინგივიტსა და პირის ღრუს სხვა პრობლემებს.
ანტიბაქტერიული თვისებების გამო წყალბადის ზეჟანგი ამსუბუქებს კბილის ტკივილს.
სავლების მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ წყალბადის ზეჟანგი და წყალი. ნარევი რამდენიმე წუთით ჩაიგუბეთ პირის ღრუში, შემდეგ გადმოანერწყვეთ და გამოივლეთ სუფთა წყალი.
ან კბილის ჯაგრისზე დაასხით წყალბადის ზეჟანგი და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაიხეხეთ კბილები.
კბილის ჯაგრისის დეზინფექციისთვის საუკეთესო საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. ჯაგრისი ჩადეთ წყალბადის ზეჟნაგში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
5. ყურის გოგირდისგან გამწმენდი საშუალება
წყალბადის ზეჟანგი წმენდს ყურის არხს ზედმეტი გოგირდისა და მტვრისაგან.
- წყალი და წყალბადის ზეჟანგი აიღეთ თანაბარი რაოდენობით.
- თავი გადაწიეთ გვერდზე და ნარევის რამდენიმე წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში.
- გაიჩერეთ 5 წუთი. შემდეგ თავი დახარეთ და მიეცით საშუალება ხსნარი ყურიდან გამოვიდეს.
- პროცედურის ბოლოს ყური გაიწმინდეთ მარლით.
6. კანდიდოზის სამკურნალოდ
სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული წყალბადის ზეჟანგი ეფექტური საშუალებაა კანდიდოზის ინფექციების სამკურნალოდ .
1 ჭიქა წყალს შეურიეთ 1 ჩ. კ. წყალბადის ზეჟანგი. მომზადებული ნარევით გააჯერეთ სუფთა ქსოვილი და დაიდეთ კანის დაზიანებულ ზედაპირულ უბანზე. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურები ჩაიტარეთ სასურველი შედეგის მიღებამდე რეგულარულად, დღეში 1-2-ჯერ.
პირის ღრუს ინფექციის დროს წყალბადის ზეჟანგის 7-10 წვეთი შეურიეთ 1 ჭიქა წყალს და დღეში 2-ჯერ გამოივლეთ. სავლები რამდენიმე წუთით ჩაიგუბეთ პირში და შემდეგ გადმოანერწყვეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ინფექციის გაქრობამდე.
ვაგინალური სოკოვანი ინფექციის დროს გაიკეთეთ აბაზანები. 1 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი გახსენით თბილ წყლში და მომზადებულ აბაზანაში 15-20 წუთით ჩაწექით. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღე.
7. ობის საწინააღმდეგო
ობმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.
წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით შეგიძლიათ შეაჩეროთ სოკოს ზრდა, რომელიც იწვევს ობის ფორმირებას. წყალბადის ზეჟანგის სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ხელს უწყობს პრობლემის ძირეული მიზეზის აღმოფხვრას ისე, რომ არ ტოვებს ტოქსიკურ ნარჩენებს.
- წყალბადის ზეჟანგი გადაასხით სპრეი ბოთლში.
- მიასხურეთ დაბინძურებულ უბანზე.
- გააჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ.
საჭიროების შემთხვევაში პროცედურა კიდევ გაიმეორეთ.
8. წმენდს ხალიჩას
წყალბადის ზეჟანგს ამოჰყავს ლაქები. აშორებს სოუსის, ყავის, ღვინის ლაქებს ისე, რომ ფერებს არ აზიანებს.
- პირველ რიგში, ლაქა გაწმინდეთ ნოტიო ტილოთი.
- 1 ს. კ. წყალბადის ზეჟანგს შეურიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება.
- ნარევი დაიტანეთ დაბინძურებულ ადგილზე და გაწმინდეთ ღრუბლით.
- შემდეგ გაწმინდეთ სველი ტილოთი.