მყარი ქორწინებისა და ურთიერთობების 5 აუცილებელი, მეცნიერულად დამტკიცებული წესი. დაიცავით მხოლოდ ისინი!

785

ბედნიერი ურთიერთობის იდეალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა, მეცნიერები არ ნებდებიან. ურთიერთკავშირისა და წყვილთა ჩვევების შესწავლისას, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ წარმატებულ ურთიერთობებს ბევრი საერთო აქვს.

წარმოგიდგენთ წარმატებული ქორინების 5 საიდუმლოს

1. ყველაზე ბედნიერ წყვილს სექსი კვირაში ერთხელ აქვს

ინდივიდუალური და სოციალური ფსიქოლოგიის საზოგადოებამ ოთხი ათწლეულის განმავლობაში 30 000-ზე მეტი ამერიკელი გამოკითხა და დაადგინა, რომ წყვილი, რომელსაც სექსი კვირაში ერთხელ აქვს, თავს ყველაზე ბედნიერად თვლის. ასევე, დამტკიცებულია, რომ რაც უფრო ხშირად აქვს სექსი წყვილს, მით უფრო ბედნიერია იგი, თუმცა, სექსით კვირაში ერთზე მეტჯერ დაკავება ბედნიერების მაღალ დონეს არ აღნიშნავს.

2. წყვილი, რომელიც ერთად სვამს, იშვიათად შორდება

Journals of Gerontology B: Psychological Sciences-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ერთნაირი ჩვევების მქონე წყვილი უფრო ბედნიერია, ვიდრე იმ ადამიანებისგან შემდგარი წყვილი, რომელთა ალკოჰოლური ჩვევებიც განსხვავდება. კვლევაში მონაწილეობა 4864 დაქორწინებულმა მიიღო.

ამის ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ერთად დალევა ან სხვა საქმის კეთება წყვილს ხელს უწყობს, ერთად უფრო მეტი დროის გატარებაში.

3. რაც უფრო ერთსულოვანია წყვილი ფულის მიმართ, მით უფრო ბედნიერია

1310 დაქორწინებული მოხალისის დაკვირვებით ჩატარებული და “ოჯახური და ეკონომიკური პრობლემების ჟურნალში” გამოქვეყნებული კვლევით დადგინდა, რომ მატერიალიზმი ქორწინებით უკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული.

ფული კამათისა და განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ წყვილი არ კონცენტრირდება სიმდიდრესა და მატერიალურ ფასეულობებზე, ურთიერთობაში მაქსიმალურ სარგებელს იღებს.

4. კამათის დინამიკა განსაზღვრავს ურთიერთობის წარმატებას

ფსიქოლოგმა-მკვლევარმა, ჯონ გოტმანმა 130 ახალდაქორწინებულ წყვილს სთხოვა ანკეტების შევსება, შემდეგ კი მათ ურთიერთობებში არსებული უთანხმოებების განხილვა 15 წუთის განმავლობაში. მან აღმოაჩინა, რომ წყვილები, რომლებიც პირველ რამდენიმე წუთს ნაკლებად ნეგატიური ეფექტით იწყებდნენ და შემდეგ ამცირებდნენ ნეგატიურობას, უფრო დიდი ალბათობით რჩებოდნენ ერთად.

და პირიქით: 17 წყვილმა, რომლებიც მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდა, საუბარი უარყოფითი ემოციების მკვეთრი გამოვლინებით დაიწყო.

5. ერთმანეთის აქტიური მხარდაჭერა ამყარებს ურთიერთობას

“პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალში” გამოქვეყნებულ კვლევაში, ფსიქოლოგიის პროფესორმა, შელი გეიბლმა გამოყო ოთხი შესაძლო პასუხი კარგ სიახლეზე, რომლებიც წყვილების ურთიერთობას განსაზღვრავს: აქტიური კონსტრუქციული(მხარდამჭერი, დაინტერესებული, აღფრთოვანებული), პასიური კონსტრუციული(შედარებით პოზიტიური, თუმცა ნაკლებად დაინტერესებული), პასიური დესტრუქციული(უინტერესო, არ ცვლიან თემებს) და აქტიური დესტრუქციული(სიახლით შეურაცხყოფა ან უმნიშვნელოდ აღქმა).

აქტიური კონსტრუქციული პასუხები კარგ სიახლეებზე პასუხს აგებს პარტნიორების ემოციურ მოთხოვნილებებზე და უზრუნველყოფს დადებით ემოციურ გამოცდილებას – სხვა სიტყვებით, ესაა წებო, რომელიც ურთიერთობას აწებებს.