თუ აგარაკზე ისვენებთ, დაწვით ეზოში და სახლში ყავის ნალექი. კოღოები და მწერები ვერ მოგეკარებიან

950

ზაფხული – წელიწადის ერთ-ერთი უმშვენიერესი დრო. ის კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ არა მომაბეზრებელი კოღოები და სხვა მავნე მწერები. გარდა ქავილის უსიამოვნო შეგრძნებისა და შეშუპების გაჩენისა, მწერები შეიძლება არაერთი საკმაოდ სერიოზული დაავადების გადამტანებიც აღმოჩნდნენ, რის გამოც მათგან თავის დაცვა აუცილებელია.

მწერებისგან თავის დასაცავად არსებობს არაერთი სპეციალური მოწყობილობა და ნივთიერება, რომელთა შეძენას მაღაზიებში შეძლებთ, თუმცა მათი რეგულარული გამოყენების შედეგად ჩვენი ჯანმრთელობა კიდევ უფრო ზიანდება, რადგან ასეთი ნივთიერებების უმრავლესობა ტოქსიკურია და მათ უარყოფითი გავლენა არა მხოლოდ მწერებზე, არამედ ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე აქვს.

თუ ეძებთ ისეთ საშუალებას, რომელიც საიმედოდ დაგიცავთ კოღოებისგან და სხვა მწერებისგან, თანაც არ გამოიწვევს ალერგიას, გულის დაავადებებს და არ ექნება უარყოფითი გავლენა ჩვენს ნერვულ უჯრედებზე, აქ სწორად მოხვდით. ყავის ნალექი – ის, რაც გჭირდებათ!

კოღოები და სისხლის მწოველი სხვა მწერები სუნის შემგრძნები რეცეპტორების სიმრავლით გამოირჩევიან და სწორედ ამ რეცეპტორების დახმარებით ეძებენ სისხლის წყაროს. ეს მოვლენა მწერებს კონკრეტული არომატების მიმართ მგრძნობიარეს ხდის. სწორედ ამიტომ, იდეალური გამოსავალი მათგან თავის დასაცავად ყავის ნალექის დაწვაა, რომელიც ძლიერი არომატითა და ძლიერი კვამლით გამოირჩევა.

თუ ეზოში, ტერასაზე ან აივანზე მოსვენება გადაწყვიტეთ, თუმცა მწერები თავს ძალიან გაბეზრებენ, ყავის მშრალი ნალექი მოათავსეთ ალუმინის ფოლგაზე და წაუკიდეთ მას ცეცხლი. არომატის გასაძლიერებლად შეგიძლიათ მასში დაფნის ერთი დაფქული ფოთლის ჩამატებაც.

ეს საშუალება მართლაც რომ ეფექტურად განდევნის მწერებს, თანაც არ აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მაღაზიებში სპეციალური დასაწვავი სპირალებისა და სხვადასხვა ნივთიერებების შეძენის ნაცვლად, გირჩევთ, მწერებს სწორედ ყავის ნალექით ებრძოლოთ. ეს საშუალება გაცილებით ეფექტური და უსაფრთხოა!