მეცნიერები მას სენსაციურ აღმოჩენას უწოდებენ! კიბოს წამალი მთელი ეს დრო მწვანე ბოსტნეულში იმალებოდა

1292

ყველას არაერთხელ გვსმენია ბროკოლის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს ბოსტნეული C ვიტამინის, უჯრედისის, კალციუმის, მაგნიუმისა და სხვა არაერთი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მეცნიერებმა, რომლებიც კიბოს წამალს ეძებენ, სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. მათ არაერთი კვლევით დაამტკიცეს, რომ ბროკოლი ძალზედ ეფექტურია სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, შარდის ბუშტის, კუჭის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პროფილაქტიკისთვის. კვლევების შედეგების თანახმად, ადამიანები, რომლებიც კვირის განმავლობაში საშუალოდ 1 კილოგრამ ბროკოლს მიირთმევენ, ნაკლებად არიან მიდრეკილები ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისკენ.

კიბოს საწინააღმდეგო თვისებები განპირობებულია ბროკოლში არსებული ფიტონუტრიენტით, სულფორაფანით, რომელიც ამცირებს შაქრის დონეს სისხლში და ბოლომდე ანადგურებს სიმსივნური უჯრედების გენებს. სწორედ ამ მიზეზით, ერთ დროს ბაზარზე ბროკოლის მწვანე აბებიც კი გამოჩნდა, რომლებიც ამ ნივთიერების ძალიან მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს აბები საკუთარი ეფექტურობით ვერ კი მიუახლოვდება ბროკოლის წამონაზარდებს, რომლებიც კიდევ უფრო დიდი ანტიოქსიდანტური პოტენციალით გამოირჩევა.

ბროკოლის წამონაზარდები კიბოს წინააღმდეგ

ამ წამონაზარდებში დაახლოებით 100-ჯერ უფრო მეტი სულფორაფანია, ვიდრე თავად ბოსტნეულში. “ჯონ ჰოკინსის” უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბროკოლის წამონაზარდებს აქვს უნარი, ბოლომდე გამოდევნოს ტოქსინები ადამიანის სხეულიდან. თუ დღეში 150 გრამ ამ პროდუქტს მიირთმევთ, გაანადგურებთ კანცეროგენულ ნივთიერებებს და მაქსიმალურად შეამცირებთ ორგანიზმის დაბინძურების რისკს.

ამ თანამედროვე კვლევაში მონაწილეობა მიიღეს აუტიზმით დაავადებულმა ადამიანებმაც. იმ პაციენტებმა, რომლებიც გაღვივებული ბროკოლის წამონაზარდებს ყოველდღიურად იღებდნენ, გამოავლინეს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები სოციალური აქტივობისა და ვერბალური კომუნიკაციის მხრივ. სულფორაფანი, რომელსაც ჭარბად შეიცავს მოცემული პროდუქტი, აუმჯობესებს უჯრედთა შორის ენერგიის ცვლას, არბილებს ნეიროანთებით პროცესებს და საგრძნობლად ამცირებს აუტიზმის სიმპტომებს.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, ბროკოლის წამონაზარდებს კიდევ არაერთი საოცარი თვისება ახასიათებს:

  • წმენდს ორგანიზმს
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს
  • გვიმსუბუქებს მდგომარეობას შაქრიანი დიაბეტის დროს
  • ანადგურებს გრიპის ვირუსს
  • აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი
  • აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
  • იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან
  • აუმჯობესებს ტვინის მუშაობას
  • აუმჯობესებს მხედველობას
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

როგორ გავაღვივოთ ბროკოლი?

დაასხით თასში სუფთა წყალი, მოათვსეთ მასში ბადე და ჩაყარეთ ბროკოლის თესლები. ჭურჭელს ზემოდან გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა), რათა თესლები არ გამოშრეს. ყოველდღიურად აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ წყალი. ზუსტად 2 კვირაში წამონაზარდები მზად იქნება და შეგიძლიათ მიირთვათ ისინი პირდაპირ ან ჩაამატოთ სხვადასხვა სალათებში და კერძებში. გაღვივებული თესლების შენახვის მაქსიმალური ვადაა 3 დღე, აუცილებლად მაცივარში და ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლოა გაღვივებული ბროკოლის წამონაზარდები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. კითხვების არსებობის შემთხვევაში, ისარგებლეთ კომენტარების ველით, ასევე, არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება!