თუ ნაკვეთში ჭიანჭველების ბუდეა, ნიადაგი უსაფრთხოა და მიწისქვეშა წყლები საკმარისად ღრმაა. გარდა ამისა, ჭიანჭველები აფხვიერებენ, ანოყიერებენ ნიადაგს, ასწრაფებენ ორგანული ნივთიერებების დაშლას, ანადგურებენ ჭიაყელებსა და სხვა მავნე მწერებს.
გირჩევთ, დიდხანს არ გადადოთ ამ პატარა მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ისინი ზიანს აყენებენ მოსავალს. გთავაზობთ უმარტივეს მეთოდს, რომლის საშუალებით შეძლებთ თქვენი ნარგავების გადარჩენას.
დაგჭირდებათ მხოლოდ ორი კომპონენტი: წყალი და საკვები სოდა.
1 ლ ცხელ წყალში გახსენით 3 ს. კ. სოდა. დაელოდეთ რეაქციის დასრულებას და სოდიანი ცხელი ხსნარი დაასხით ჭიანჭველების ბუდეს.
რამდენიმე წუთის შემდეგ იმ ტერიტორიაზე ჭიანჭველებს ვეღარ ნახავთ. მართალია, სხვა საცხოვრებელ ადგილს მალე მოძებნიან და დამკვიდრდებიან, მაგრამ თქვენც აქტიურად აგრძელებთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭიანჭველები აუცილებელად უნდა იყოს ყველა ბაღსა თუ ბოსტანში, მაგრამ მოსავლის გადასარჩენად მათ წინააღმეგ ზომების მიღება აუცილებელია.