ბალახები, რომლებიც წმინდა სამების დღეს აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სახლში, რათა გაწმინდოთ და დაიცვათ ის ბოროტი სულებისგან

2241

ყველა რელიგიურ დღესასწაულს თავისი წესები და ტრადიციები აქვს. მაგალითად, აღდგომა ჩვენთვის წარმოუდგენელია წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე. იცოდით, რომ ძველად სულთმოფენობის, წმინდა სამების დღეს აუცილებელი იყო სახლის მორთვა სხვადასხვა ბალახებითა და ყვავილებით, რათა ჩვენი საცხოვრებელი გარემო დაცული ყოფილიყო ბოროტი ძალებისგან და ბოროტი სულებისგან.

ამ ტრადიციას საფუძველი მრავალი საუკუნის უკან ჩაეყარა და დღემდე მსოფლიოს არაერთ ქრისტიანულ ქვეყანაში ადამიანები საკუთარ სახლს სპეციალური ბალახებით რთავენ, რათა ოჯახში ყოველთვის კარგი და ჰარმონიული აურა სუფევდეს. თუ რომელ ბალახებზე და ყვავილებზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი, ამის შესახებ დღეს დეტალურად გიამბობთ.

მორთვის წესები

სახლის მცენარეებითა და ყვავილებით მორთვის ეს წესი სათავეს მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ტრადიციებისგან იღებს: ზაფხულში კარგი მოსავალი რომ მივიღოთ, სახლი აუცილებლად უნდა დავიცვათ ბოროტი სულებისგან.

ზოგიერთი ადამიანს სახლის შესაბამის მორთვამდე მცენარეები ტაძარშიც მიაქვს. უკვე ამის შემდეგ იწყება სახლის კედლების, კარებებისა და სახელურების შემკობა. უწინ ითვლებოდან, რომ სულთმოფენობის დროს ჩვენი გარდაცვლილი ადამიანების სულები გვსტმუბრობდნენ და სწორედ ამ მცენარეებში იმალებოდნენ.

ბალახები სულთმოფენობის დღისთვის

ყველაზე პოპულარულ ბალახებად, რომელთაც წმინდა სამების დღისთვის იყენებენ, ითვლება: ბეგქონდარა, პიტნა, ჯოთხოჯი, ცისკარა და აბზინდა.

ბეგქონდარა

ითვლება, რომ ბეგქონდარას შეუძლია ჩვენი დაცვა ავი თვალისგან და აქვს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ეფექტი სახლში მცხოვრებ ადამიანებზე. როგორც წესი, ამ მცენარეს ამაგრებენ სახლის ჭერზე და სწორედ მისგან კერავენ ბალიშებს.

პიტნა 

უწინ პიტნა ყველაზე “კეთილ” მცენარედ ითვლეობდა, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცხოვრების გზის შეცვლა უკეთესობისკენ და საცხოვრებელი სახლის დაცვა ავი სულებისგან. ყველაზე ხშირად პიტნით საძინებელ ოთახებს რთავდნენ, რათა ადამიანებს მშვიდად დასვენების საშუალება ჰქონოდათ და სასიამოვნო სიზმრები ენახათ.

კოთხოჯი

ეს მცენარე ჩვენთან მონღოლებისგან გავრცელდა. ყველაზე ხშირად კოთხოჯი წყალსაცავებში იზრდება და მათი აღმოცენების ადგილას წყალი ყოველთვის ძალიან სუფთაა, რის გამოც მას “ანგელოზის ბალახადაც” კი მოიხსენიებენ. სახლი ბოროტი სულებისგან რომ გაწმინდოთ, კოთხოჯი იატაკზე უნდა მიმოფანტოთ, გარდა ამისა, მოათავსოთ ვაზებში და გაანაწილოთ სახლის კუთხეებში. ასე თქვენ წარმატებასა და ბედნიერებას მიიზიდავთ.

ცისკარა

თუ თქვენს ოჯახში გაუთხოვარი ქალბატონია, წმინდა სამების დღეს ცისკარა აუცილებლად უნდა ამშვენებდეს სახლს, რადგან ის სწორედ სიყვარულს იზიდავს. ეს მცენარე გვიცავს ავი თვალისგან და წყევლისგან. შეკარით რამდენიმე ღერო ერთად და დადგით ის ვაზით გამოსაჩენ ადგილას ცენტრალურ ოთახში.

აბზინდა

დაიღალეთ მუდმივი კონფლიქტებისგან? წმინდა სამების დღეს აუცილებლად მორთეთ სახლის ყველა ოთახი აბზინდით, რადგან ის ანადგურებს უარყოფით ენერგეტიკას და გვიცავს ბოროტი სულებისგან.

ნამდვილად საინტერესო ინფორმაციაა, არა? თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!