გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ არ არსებობს კავშირი ფსიქიკურ და ფიზიკურ დაავადებებს შორის. სინამდვილეში, კავშირი მათ შორის ძალიან ძლიერია. მაგალითად, ისეთმა მენტალურმა პრობლემებმა, როგორიც სტრესი და დეპრესიაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს.
დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ 9 ნატურალური პროდუქტისა და სასმელის შესახებ, რომელთა დახმარებთ სტრესის დონეს მინიმუმამდე შეამცირებთ. ეს საშუალებები ნებისმიერ ანტიდეპრესანტზე უკეთ მუშაობს, რაშიც უახლოეს მომავალში თავად დარწმუნდებით.
რა უნდა მივირთვათ სტრესის დასამარცხებლად
- მწვანე ჩაი – ადამიანები ამ პოპულარულ პროდუქტს უკვე არაერთი საუკუნეა წარმატებით იყენებენ სტრესის წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიფენოლები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ჩაი, აძლიერებს ტვინის მომარაგების პროცესს დოფამინით, იგივე ბედნიერების ნეირომედიატორით. გარდა ამისა, ეს სასმელი ზრდის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, რომელიც განაპირობეს გლუკოზის მიწოდებას თავის ტვინისთვის.
- ნუში -100 გრამი ეს პროდუქტი შეიცავს 268 მგ მაგნიუმს, რომელიც ნამდვილი სასწაულმოქმედია შაკიკისა და დეპრესიის დროს. 19-დან 30 წლამდე ქალბატონებსა და მამაკაცებს ყოველდღიურად საშუალოდ 310 მგ-დან 400 მგ-მდე ეს მინერალი ესაჭიროებათ, რათა ორგანიზმა სრულფასოვნად იმუშაოს.
- ორაგული – ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ეს სახეობა, აუმჯობესებს და ამარტივებს ტვინისთვის სეროტონინის მიწოდების პროცესს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. როგორც მოგეხსენებათ, სეროტონინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი, ძლიერი ნეირომედიატორია, რომელიც საგრძნობლად ამცირებს სტრესის დონეს.
- ავოკადო – 100 გრამი ავოკადო შეიცავს დაახლოებით 5 მგ კალიუმს. როგორც მოგეხსენებათ, კალიუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც არა მხოლოდ სასარგებლოა ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, არამედ ეფექტურად უმკლავდება სტრესსა და დეპრესიას.
- შავი შოკოლადი – თუ დეპრესიის დამარცხება გსურთ, შავი შოკოლადი სწორედ ის არის, რაც დაუყონებლივ გჭირდებათ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კაკაო, რომლის შემცველობაც ძალიან მაღალია ნამდვილ, ნატურალურ შოკოლადში, ზრდის სეროტონინისა და დოფამინის დონეს ორგანიზმში. 40 გრამი შავი შოკოლადი საკმარისია, რათა იგრძნოთ საოცარი ეფექტი.
- ბანანი – ეს ტროპიკული ხილი გამოირჩევა ტრიპტოფანის მაღალი შემცველობით. ტრიპტოფანი ეს არის მკვებავი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა პროცესების გავლის შემდეგ ჩვენს თავის ტვინში სეროტონინად და მელატონინად გარდაიქმნება. გარდა ამისა, მოცემული ხილი კალიუმისა და მაგნიუმის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა.
- მოცვი – ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად სასარგებლოა ეს კენკრა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ანტიოქსიდანტური თვისებების ხარჯზე, მოცვი საგრძნობლად ამცირებს სტრესის დონეს. გარდა ამიას, ის ეხმარება ჩვენს თავის ტვინს ახალი უჯრედების გამომუშავებაში და კურნავს დეპრესიას.
- სატაცური – მოცემული პროდუქტი მდიდარია ფოლიუმის მჟვითა და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
- ისპანახი – სატაცურის მსგავსად, ისპანახი გამოირჩევა ფოლიუმის მჟავის მაღალი შემცველობით. ცნობისთვის, სწორედ ამ მნიშვნელოვანი ნივთიერების დეფიციტია დეპრესიის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. გარდა ამისა, ფოლიუმის მჟავა ზრდის ჩვენს სხეულში სეროტონინისა და დოფამინის, იგივე ბედნიერების ჰორმონების დონეს, რაც სტრესის გამკლავებაში გვეხმარება.
მაშ ასე, თუ განწყობის გაუმჯობესება და დეპრესიის დამარცხება გსურთ, გაინებივრეთ თავი ჩამოთვლილი პროდუქტებით. თუ სტატია ინფორმაციული იყო, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!