რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ დავიხსნათ თავი ამ უსიამოვნო მოვლენისგან?

372

მუცლის შებერილობა, ჭამის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება  და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით.

სტატიაში ვისაუბრებთ ამ პრობლემის თავიდან აცილების გზებზე. გათვალისწინეთ მოცემული რჩევები და აირიდეთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული უსიამოვნო პრობლემები.

დარწმუნდით, რომ არ გაქვთ კვებითი ალერგია

მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ რეაგირებს თქვენი სხეული გარკვეულ საკვებზე.

თუ რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ გრძნობთ სიმძიმესა და შებერილობას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ, შეუძლია თუ არა თქვენს ორგანიზმს ამ პროდუქტის და მსგავსი ნივთიერებების შემცველი სხვა პროდუქტების მონელება.

ჭამეთ ნელა

ნელი ჭამის ეფექტი უბრალოდ გასაოცარია. როდესაც ჭამთ ნელა და ყოველ  ლუკმას ღეჭავთ კარგად, ორგანიზმი ბევრად უფრო ადვილად უმკლავდება საჭმლის მონელებას და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებ ენერგიას ხარჯავს პროდუქტების დაშლაზე.

სწრაფად ჭამის დროს ყლაპავთ შედარებით დიდ ლუკმებს და მათ გადამუშავებაზე ორგანიზმი ხარჯავს მეტ დროს, რაც იწვევს მეტეორიზმს და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებს.

დაამატეთ კვების რაციონს ბოჭკოები

მეტეორიზმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თქვენი კვების რაციონში ბოჭკოებით მდიდარი საკვების ნაკლებობაა. უჯრედისის ნაკლებობა იწვევს ყაბზობასა და მის თანხმლებ სხვა სიმპტომებს.

კვების რაციონის საკვები ბოჭკოებით გამდიდრების ალტერნატიული გზა სპეციალური დანამატების მიღებაა. თუმცა, ყველაზე შესაფერისი გზა ბუნებრივი პროდუქტებია. მიირთვით ბოჭკოებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.

უარი თქვით გაზიან სასმელებზე

გაითვალისწინეთ, ჭამის დროს გაზიანი სასმელების მიღება იწვევს მეტეორიზმს.

თუ იღებთ გაზიან სასმელებს ხშირად და დიდი რაოდენობით, მაშინ მათში შემავალი გაზი იწვევს სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობას და აირების წარმოქმნას. რეკომენდებულია ასეთი სასმელების წყლითა და ნატურალური წვენებით ჩანაცვლება.

შეზღუდეთ მარილის მოხმარება

ნატრიუმის გადაჭარბებული შემცველობის გამო პროდუქტი შებერილობის მთავარ მიზეზად ითვლება. მოერიდეთ დაკონსერვებულ პროდუქტების, ძეხვეულის მიღებას.

გირჩევთ, უარი თქვათ ისეთ მავნე ჩვევაზე, როგორიცაა კერძებზე მარილის დამატება, რადგან საკვების უმეტესობა უკვე შეიცავს ნატრიუმს.

პატარა გასეირნება

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ გასეირნება. ეს აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აგარიდებთ მეტეორიზმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!