გვქონდეს ლამაზი და მიმზიდველი სახის კანი – თითოეული ქალბატონის სურვილი. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგად ჩვენი კანი ნაადრევად ბერდება, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, კანი კარგავს სიმტკიცესა და სიმკვრივეს, რაც ვიზუალურად ზედმეტ წლებს გვმატებს.
გარდა ასაკის მატებისა, არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს კანის მდგომარეობაზე. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება:
- ხშირი სტრესი;
- უძილობა;
- ქიმიური ნივთიერებების გამოყენება;
- მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც კანის დაზიანებას და ნაადრევ დაბერებას განაპირობებს. მოწევა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არასწორი კვება – ნაოჭებისა და სხვა კოსმეტიკური დეფექტების გაჩენის კიდევ რამდენიმე მიზეზი.
როგორ მოვიქცეთ, რათა თავიდან ავირიდოთ ნაოჭების გაჩენა? რა თქმა უნდა, სილამაზის სალონებში რეგულარულად სიარული და სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება ძალზედ სასიამოვნო მომენტია, თუმცა ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს.
საბედნიეროდ, მხოლოდ ნატურალური და იაფი პროდუქტების დახმარებით კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, ნაოჭების გაგლუვება და ლაქების მოშორება მარტივად, თანაც მინიმალურ დროშია შესაძლებელი. ეს 2 რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და პროდუქტებს ეფექტურობით არ ჩამოუვარდება.
ორივე რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი კარტოფილია. დიახ, ამ ბოსტნეულს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე.
სახის კანის გააახალგაზრდავება სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
- 2 ს.კ. გახეხილი კარტოფილი
- 1/2 ჩაის კოვზი არაჟანი ან მაწონი
მომზადება და გამოყენება:
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებული მასა წაისვით თხელ ფენად სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე.
- წრიული მოძრაობებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს საშუალება ლიმონის წვენს შეიცავს, ნიღბის გაკეთება საღამოს საათებშია რეკომენდებული, რათა კანს მზის სხივები არ მოხვდეს.
კვირაში 1 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს, კანმა სიმკვრივე და ელასტიკურობა დაიბრუნოს, ხოლო პიგმენტური ლაქები – წარსულში დარჩეს.
გარდა მოცემული რეცეპტისა, გთავაზობთ კიდევ ერთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც ვიზუალურად რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ.
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი გახეხილი კარტოფილი
- 1 კვერცხის ცილა
მომზადება და გამოყენება:
- ცილა კარგად ათქვიფეთ და მიღებულ თეთრ ქაფში ჩაამატეთ გახეხილი კარტოფილი, კარგად გადაურიეთ.
- მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე, კისრიზე, დეკოლტის ზონაზე და ხელებზე.
- დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. პირობას გაძლევტ, უკვე მე-3 პროცედურის შემდეგ საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.
იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!