საკმარისია, ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენოთ, რათა 58 წლის ასაკში სარკეში საკუთარი ანარეკლით დატკბეთ

12892

თითოეული ჩვენგანი, მიუხედავად ასაკისა, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ ყურადღების ცენტრში ყოფნით. ჩვენ რეგულარულად მივმართავთ სხვადასხვა ზომებს, რათა რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად და ლამაზად გამოვიყურებოდეთ, თუმცა ასეთი მცდელობების საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველთვის კრახით სრულდება. თუ თქვენ რეგულარულად სილამაზის სალონში სასიარულოდ და ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად საკმარისი დრო ან ფინანსები არ გაქვთ, ამაში საგანგაშო არაფერია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარ იაფ ნიღაბს, რომელიც მინიმალურ დროში სასურველ შედეგს მოგცემთ: თქვენი სახის კანი გადაიჭიმება, კანის ტონი გათანაბრდება და მცირე ზომის ნაოჭები გაგლუვდება.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

ნედლი კარტოფილის სარგებელი ფასდაუდებელია: ის შეიცავს დიდი რაოდენობით C და K ვიტამინებს, თიამინსა და რიბოფლავინს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს კანის რეგენერაციის პროცესში. გოგირდი და ლუტეინი, რომელთა მაღალი შემცველობით გამოირჩევა კარტოფილი, უნარჩუნებს ჩენს კანს ახალგაზრდობას. გარდა ნაოჭების გაგლუვებისა, ეს ნიღაბი გაგათავისუფლებთ პიგმენტური ლაქებისგანაც.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კარტოფილი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. არაჟანი

მომზადება:

  1. გახეხეთ ნედლი კარტოფილი. უმჯობესია პლასტმასის სახეხის გამოყენება, რათა რკინასთან ურთიერთქმედებისას წვენი არ დაიჟნგოს და სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
  2. გადაღვარეთ კარტოფილის წვენი და მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით არაჟნი და ლიმონის წვენი. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მზა ნიღაბი წაისვით წინასწარ კარგად გაწმენდის სახის კანზე და დეკოლტის ზონაზე. თითის ბალიშებით იკეთეთ მსუბუქი მასაჟი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩმოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კარტოფილის ეს ნიღაბი აღიავებს ჩვენს კანს და წმენდს ფორებს შავი წერტილებისგან. თუ ამ ნიღაბს კვირაში სულ რაღაც 2-ჯერ ან 3-ჯერ გამოიყენებთ, თქვენი სახის კანი ხანმოკლე დროში გადაიჭიმება, დაიბრუნებს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, მცირე ზომის ნაოჭები გაგლუვდება და ვიზრუალურად საკუთარ თავს ათიოდე წლით გაიახალგაზრდავებთ.

დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე, რათა თავიდან აირიდოთ ნაადრევი დაბერება, რაც ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. დაბინძურებული გარემო და არაჯანასაღი საკვები პირდაპირ ისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!