თუ სახსრებისა და ფეხების ტკივილი გაწუხებთ, ეს საშუალება ნებისმიერ მალამოსა და გელს ჩაგინაცვლებთ

55559

სახსრების ძლიერი ტკივილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. მიუხედავად არაერთი სააფთიაქო პრეპარატის მიღებისა და მალამოს გამოყენებისა, უსიამოვნო შეგრძნებებს ვერაფრით ვუმკლავდებოდი. მოგვიანებით ნაცნობმა, რომელიც იგივე პრობლემისგან იტანჯებოდა, ამ საშუალების შესახებ მიამბო. არაფერს ვკარგავდი, ის საკუთარ თავზე გამოვცადე და დისკომფორტის შეგრძნებაც საგრძნობლად შემცირდა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი საერთოდ გაქრა.

თუ თქვენც გაწუხებთ სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები, გირჩევთ, ცადოთ ეს საშუალება. დიდი იმედი მაქვს, თქვენთვის ის ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის.

დაგჭირდებათ:

  • 300 გრამი სპირტი
  • 1 ფლაკონი ქაფურის სპირტი (10 მლ)
  • 10 მლ იოდი
  • 10 აბი უბრალო ანალგინი

დამზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი უბრალოდ შეურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ მუქი ფერის მინის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.
  2. დააყოვნეთ ის 21 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას.
  3. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ.
  4. მზა საშუალება დაიტანეთ სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი ხელებით რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაიხვიეთ თბილი ქსოვილით და დაიტოვეთ მთელი ღამით.

მოცემული საშუალების რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში თქვენ საოცარ შვებას იგრძნობთ. ის არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ სახსრებთან, ძვლებთან და კუნთებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!