ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო ღვიძლია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ეს ორგანო მონაწილეობს საჭმლის მონელების, სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. სწორედ ამიტომ, თუ კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გვსურს, რეგულარულად აუცილებლად უნდა მივიღოთ სათანადო ზომები ამ ორგანოს ტოქსინებისგან გასაწმენდად.
არსებობს მრავალი საშუალება, მათ შორის ფარმაკოლოგიური, რომელიც ღვიძლის გასაწმენდად გამოიყენება. სამწუხაროდ, ასეთი სააფთიაქო პრეპარატების უდიდესი ნაწილისთვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გაიწმინდოთ ღვიძლი ბოლომდე მხოლოდ ნატურალური პროდუქტების დახმარებით, ყოველგვარი აბების მიღების გარეშე.
ქიშმიშის სარგებელი
დილის საათებში მირთმეული ერთი მუჭა ქიშმიში წმენდს ორგანიზმის ცუდი ქოლესტერინისგან და აქვს დადებითი გავლენა გულის კუნთზე. ეს ჩირი შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს. გარდა ამისა, ქიშმიში ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივი წყაროა.
კიდევ უფრო სასარგებლოა რეგულარულად ქიშმიშის ნახარშის მირთმევა. ეს სასმელი შეიცავს გაცილებით ნაკლები რაოდენობით შაქარს, ვიდრე უშუალოდ ქიშმიში, თუმცა მასში ყველა სასარგებლო თვისებაა შენარჩუნებული. თუ ქიშმიშის ნახარშს სულ რაღაც 4 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღებთ, იგრძნობთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ძალების მოზღვავებას.
მოცემული საშუალება აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესსაც, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების სწრაფად და მარტივად ათვისებაში.
ამ ნახარშს მასტიმულირებელი გავლენა აქვს ბიოქიუმიურ პროცესებზეც, რომლებიც მონაწილეობს სისხლის გაწმენდაში და აძლიერებს იმუნიტეტს. ქიშმიშის ნახარშის რეგულარულად მიღება არაჩვეულებრივია გულ-სისხძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
როგორ მოვამზადოთ ქიშმიშის ნახარში
ინგრედიენტები:
- 400 მლ წყალი
- 150 გრამი ქიშმიში
მომზადება:
- კარგად გარეცხეთ ქიშმიში.
- საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე.
- როდესაც წყალი წამოდუღდება, ჩაამატეთ ქვაბში გარეცხილი ქიშმიში და დატოვეთ ჭურჭელი ცეცხლზე კიდევ 20 წუთით.
- მზა ნახარში დააყოვნეთ მთელი ღამთ.
- დილით, გაღვიძებისთანავე გადაწურეთ ეს საშუალება. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ სითხე, რომელიც მიღებამდე ოდნავ უნდა შეათბოთ.
ქიშმიშის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მის ფერსა და ტექსტურას. ნაყოფი არ უნდა იყოს არც ზედმეტად რბილი და არც ზედმეტად მკვრივი. არჩევანი ყოველთვის მუქი ფერის ქიშმიშზე შეაჩერეთ.
თბილი ნახარში მიირთვით დილით, საუზმობამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 4 დღე. თუ თვეში ერთხელ ასეთ კურსს ჩაიტარებთ, არა მხოლოდ გაიწმენდ ღვიძლს, მოიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და დაირეგულირებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, არამედ გაიუმჯობესებთ კანის მდგომარეობას, დაამარცხებთ შეშუპებას და დაიცავთ თავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფრომაცია თქვენც დაგეხმარებათ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას!