შაქრის სიროფი ხველის წინააღმდეგ. საშუალება, რომელიც პრეპარატებზე ბევრად ძლიერია

8029

არსებობს მრავალჯერ შემოწმებული ხველის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ნებისმიერ სიროფზე ეფექტურია. ეს რეცეპტი ხსნის ლორწოვანი გარსის ანთებას და მოქმედებს ძალზედ მსუბუქად, რის გამოც მისი გამოყენება ნებადართულია ბავშვებისთვისაც კი.

რა თქმა უნდა, ძლიერი ხველის დროს რეკომენდირებულია ექიმთან მისვლა და მისი რეკომენდაციებით სარგებლობა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს 100%-ით ნატურალური საშუალება საკუთარი ეფექტურობით უამრავ ფარმაცევტულ პრეპარატს აღემატება.

შაქრის სიროფი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ.კ შქარი;
  • 200 მლ რძე;
  • 2 ბანანი.

მომზადება:

1. აიღეთ 1 ჩ.კ შაქარი და შეათბეთ ის ცეცხლზე. როდესაც კრისტალები გალღვება და მასა გაბლანტდება, გადაიტანეთ ის პატარა ზომის ჯამში.

2. დაასხით მას 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) ცხელი რძე.

3. გაასუფთავეთ კანისგან 2 მწიფე ბანანი, დააბლენდერეთ და მიღებული ფაფა ჩაამატეთ რძისა და შაქრის ნარევში.

4. მიიყვანეთ მასა დუღილამდე მუდმივი მორევის პირობებში.

5. მას შემდეგ, რაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და მიეცით მცირეოდენი დრო გასაგრილებლად. გემრიელად მიირთვით!

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში თქვენ იხილავთ ამ საშუალების მომზადების დეტალურ ინსტრუქციას:

გისურვებთ ჯანმრთელობას! ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება.