სასმელი, რომელიც 3 თვეში ბოლომდე აღადგენს ჯანმრთელობას და გვიცვას სერიოზული დაავადებებისგან

2281

დღევანდელ სტატიაში მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო ნატურალურ სასმელებზე და იმ სარგებელზე, რომელსაც მათი რეგულარულად მირთმევის შედეგად ვიღებთ. საუბარია ხილისა და ბოსტნეულის საკუთარი ხელით გამოწურულ წვენებზე და არა იმ პროდუქტებზე, რომელთაც მაღაზიის დახლებზე ვხვდებით.

სასმელი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, გამოირჩევა არაერთი უპირატესობით ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ უახლოს წარსულში მძიმე ავადმყოფობა გადაიტანეთ და ძალების სწრაფადვე აღდგენა გსურთ, აუცილებლად მიირთვით ეს სასმელი!

ჭარხალი, სტაფილო და ვაშლი – კომბინაცია, რომელიც არაერთ დაავადებას წარმატებით ებრძვის

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ზომის ჭარხალი
  • 2 სტაფილო
  • 1 ვაშლი

ინსტრუქცია: 

სამივე ინგრედიენტი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და გაატარეთ წვენსაწურში. თუ ეს მოწყობილობა არ გაქვთ, მოამზადეთ ინგრედიენტენსგან ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით და შემდეგ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლით ან დოლბანდით კარგად გაწურეთ.

მიღების წესი: 

3 თვის განმავლობაში თქვენ ყოველდღიურად უნდა მიირთვათ ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან ახლადმომზადებული წვენი. უმჯობესი იქნება, თუ ამ სასმელს დილას, უზმოზე მიირთმევთ.

რატომ უნდა მივირთვათ ეს სასმელი?

  • ის აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას;
  • თავიდან გვარიდებს ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებს;
  • არაჩვეულებრივია წყლულოვანი დაავადებების დროს;
  • სასარგებლოა ფილტვებისთვის, თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, არეგულირებს წნევას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემასლ
  • გვიხსნის კუნთების ტკივილის მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
  • გამოდევნის ორგანიზმისდან ტოქსინებს, აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას;
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
  • გვაშორებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან;
  • ამცირებს მენსტრუაციულ ტკივილებს;
  • ძალიან სასარგებლოა ალერგიული ადამიანებისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, სარგებელი, რომელსაც ამ სასმელის რეგულარულად მირთმევის შედეგად მიიღებთ, ნამდვილად ძალიან დიდია!

ახლა თქვენ გაქვთ არაერთი მიზეზი იმისათვის, რომ დაიწყოთ ჭარხლის, სტაფილოსა და ვაშლის ნატურალური წვენების ხშირად მირთმევა. ასე თქვენ გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას და საიმედოდ დაიცავთ საკუთარ თავს არაერთი სერიოზული პრობლემისგან.

მოუყევით ამის შესახებ თქვენს მეგობრებსაც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!