გააქტივებული ნახშირი გაცილებით მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 11 პრობლემა, რომელსაც შავი აბით გაუმკლავდებით

32535

გააქტივებული ნახშირი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო შავი აბი, რომელიც აწესრიგებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას. თეთრებად ღირებული ამ სააფთიაქო პრეპარატის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ!

როდის, რატომ და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ გააქტივებული ნახშირი?

1. ის ამარცხებს მეტეორიზმსა და შებერილობას

თუ თქვენ ძლიერი მეტეორიზმი ან მუცლის შებერილობა გაწუხებთ, გააქტივებული ნახშირი აუცილებლად დაგეხმარებათ! საჭმლის მირთმევამდე გააქტივებული ნახშირის მიღებით ნაწლავების გაზების რაოდენობა და მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება.

2. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს

ქოლესტერინის მოჭარბებული დონე რამდენჯერმე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს. სხვადასხვა კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, პაციენტებში, რომლებიც თვის განმავლობაში დაახლოებით 8 გრამ გააქტივებულ ნახშირს იღებენ, ცუდი ქოლესტერინის (LDL) დონე 41%-ით შემცირდა, ხოლო კარგი ქოლესტერინის (HDL) დონე – 8%-ით გაიზარდა.

3. აქვს სასარგებლო გავლენა თირკმელების მუშაობაზე

ყოველდღიურად ჩვენს თირკმელებში დაახლოებით 115-140 ლიტრი სისხლი იფილტრება. ამ წყვილ ორგანოს დღის განმავლობაში სხეულიდან დაახლოებით 1-დან 2 ლიტრამდე შარდი გამოაქვს, რომელიც შედგება სხვადასხვა მავნე ნარჩენებისგან და სითხეებისგან. შაქრისა და მარილისადმი სიყვარულის, ჭარბი რაოდენობით ცხოველური ცილების, ცხიმებისა და სხვადასხვა კონსერვანტების მიღების შედეგად ჩვენი წყვილი ორგანო საგრძნობლად ზიანდება. დროთა განმავლობაში თავი შეიძლება იჩინოს თირკმლის უკმარისობამაც. გამომდინარე იქიდან, რომ გააქტივებული ნახშირი სხეულიდან შარდმჟავასა და მსგავს ტოქსინებს ეფექტურად გამოდევნის, მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენი თირკმელების მუშაობაზე.

4. სწრაფად კურნავს საკვებით მოწამვლას

ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც დაგიცავთ ღებინების უსიამოვნო შეგრძნებისგან, დიარეისგან, მუცლის ტკივილისგან და ფულის ფუჭი ფლანგვისგან – გააქტივებული ნახშირია! თუ საკვებით მოიწამლეთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ნახშირი, რომელიც სწრაფად ანეიტრალებს ტოქსინებს.

5. რბილი და ნაზი კანის საიდუმლო

კანის ფორებში ყოველდღიურად წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება, ხოლო სახის კანი გამწმენდი სპეციალური საშუალებების უმრავლესობა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. გააქტივებული ნახშირი, მაგნიტის მსგავსად, ბოლომდე იწოვს ჭუჭყსა და ცხიმს ფორებიდან, კანს კი გაცილებით რბილს, ნაზსა და ლამაზს ხდის.

6. არაჩვეულებრივია თმისთვის

კანის მსგავსად, ჩვენი თმა ყოველდღიურად განიცდის ტოქსინების, ცხიმის, ჭუჭყისა და სხვადასხვა გარემო ფაქტორების მავნე ზეგავლენას. გააქტივებული ნახშირი თავის მოსავლელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც წმენდს თმის ფოლეკულებს და აჯანსაღებს მას.

7. ათეთრებს კბილებს

თუ კვირაში 2-ჯერ მაინც კბილებს დაფქული ნახშირით გაიხეხავთ, შეძლებთ ემალის გაწმენდას და უსიამოვნო ყვითელი ნადების მოშორებას. გააქტივებული ნახშირი კარგად იწოვს იმ მიკროსკოპულ ნივთიერებებს, რომელთა დაგროვების შედეგად წარმოიქმნება კბილის ნადები.

8. გვაშორებს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან

თუ ეს უსიამოვნო პრობლემა გაწუხებთ, გააქტივებული ნახშირი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ! ის ერთ-ერთი ყველახზე ეფექტური და იაფი საშუალებაა, რომელიც არეგულირებს პირის ღრუს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, წმენდს კბილებსა და ღრძილებს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიებისგან და აჯანსაღებს მათ. გაიხეხეთ კბილები გააქტივებული ნახშირით კვირაში რამდენჯერმა, რათა სამოუდამოდ დაივიწყოთ პირის ღრუს ყველა ამ პრობლემის შესახებ.

9. თავიდან გვარიდებს ნაადრევ დაბერებას

გააქტივებული ნახშირი თავიდან გვარიდებს ნაადრევ სიბერეს. გარდა კანზე და თმაზე საოცრად დადებითი გავლენისა, დამტკიცებულია, რომ რეგულარულად ნახშირის მიღებით ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან საფუძვლიანად იწმინდება, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ უჯრედების დაზიანებას და სხელის ნაადრევად დაბერებას.

10. ნაბახუსევის ეფექტური პროფილაქტიკა

თუ მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარება დაგეგმეთ, თუმცა მეორე დღეს ღებინების საშინელი შეგრძნების, თავის ტკივილისა და ნაბახუსევის თავიდან არიდება გსურთ, დალევამდე აუცილებლად მიიღეთ რამდენიმე აბი გააქტივებული ნახშირი.

11. წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას

პესტიციდები ხილსა და ბოსტნეულში, მავნე ჩვევები, დაბინძურებული სასმელი წყალი – ჩვენ საკმაოდ ტოქსიკურ პირობებში გვიწევს არსებობა! როდესაც ყველა ეს მავნე ნივთიერება საჭმლის მომნელებელ სისტემაში გროვდება, ირღვევა მისი მუშაობა, განვიცდით ძალების დაკარგვას, იწყება ჭარბი რაოდენობით ცხიმოვანი ფენების დაგროვება და ა.შ. ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ აირიდოთ, აუცილებელია რეგულარულად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდაზე ზრუნვა, რასაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს გააქტივებული ნახშირი.

საოცარია, თუ რამდენი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა ისეთი იაფი და ხელმისაწვდომი სააფთიაქო პრეპარატი, როგორიც გააქტივებული ნახშირია, არა? თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!