შედედებული სისხლი და თრომბები – რა უნდა ვიცოდეთ და როგორ გადავჭრათ პრობლემა სახლის პირობებში

54083

სისხლის გასათხევადებლად ადამიანების უმრავლესობა ასპირინის იყენებს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ აცეტილსალიცილის მჟავას სასარგებლო გავლენასთან ერთად მოაქვს ზიანი ჩვენი ორგანიზმისთვის. როდესაც ასპირინის აბი კუჭში ხვდება, მისი პატარა ნაწილაკები კუჭის კედლებში ხვდება და განაპირობებს წყლულების ფორმირებას. სწორედ ამიტომ, ფიტოთერაპევდები და ხალხური მედიცინის წარმომადგენლები, ასპირინის გამოყენების ნაცვლად, ჟოლოსა და შავი მოცხარის ნაყენების მიღებას გვირჩევენ. სალიცილის მჟავის დიდი რაოდენობით აღმოჩენაა შესაძლებელი ახალ ხილსა და ბოსტნეულშიც, თუმცა მხოლოდ რეგულარულად მათი მირთმევა არ არის საკმარისი სისხლის შედედების თავიდან ასარიდებლად.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროთ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება. ეს სწორედ ის ვიტამინია, რომელიც სისხლის შედედებას უწყობს ხელს.

თევზის ქონი – უნივერსალური პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ თავიდან გვარიდებს სისხლის გასქელებას, არამედ შლის უკვე არსებულ თრომბებსა და ათეროსკლეროზულ საცობებს. ყველა გამოცდილი ექიმი გირჩევთ, რომ თევზის ქონი კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მაინც მიირთვათ, რათა კარგი ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ.

ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ იოდსაც – ის მთელი ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტია. მიირთვით რაც შეიძლება ხშირად იოდით მდიდარი პროდუქტები, რათა თავიდან აირიდოთ სისხლის შედედება და თრომბების ფორმირება. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც იოდის რეკორდული შემცველობით გამოირჩევა, ზღვის კომბოსტოა.

სისხლის გათხევადებას ხელს უწყობს ის საკვები პროდუქტებიც, რომლებიც ტაურინს შეიცავს – ეს არის ნივთიერება, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და მისი დიდი რაოდენობით აღმოჩენა შესაძლებელია ზღვის თევზში.

გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი ნიგვზით, ნუშით, მიირთვით ნიორი და ციტრუსები, თუ სისხლის შედედებაზე ეჭვი გაქვთ და სერიოზული გართულებების თავიდან არიდება გსურთ. გრეიფრუტი, წითელი ბულგარული წიწაკა, პომიდორი – კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც სისხლის გათხევადებას განაპირობებს.

ჩილის წიწაკა A და E ვიტამინებით, კალიუმითა და ფოლიუმის მჟავით მდიდარი პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს.

ყოველდღიურად მიირთვით ფორთოხლის წვენი (რაუმეტეს 120 მლ) – ის C ვიტამინის ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა და გვიწყობს ხელს სისხლის გათხევადებაში. აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ფორთოხლის წვენი უკუჩვენებითია კუჭის მომატებული მჟავიანობისა და წყლულოვანი დაავადებების დროს.

ეს სწორედ ის ინფორმაციაა, რომელიც სერიოზული საფრთხის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. სისხლის გასათხევადებლად შეგიძლიათ რამდენიმე ძალიან ეფექტური ხალხური რეცეპტის გამოყენებაც, რომელთა შესახებ ახლა ვისაუბრებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციით დაგეხმარებით…

თრომბების ფორმირების პროფილაქტიკა

საშუალება №1

250 გრამ კარგად გარეცხილ და კანისგან გასუფთავებულ ნიორს დაასხით 300 გრამი ნატურალური თაფლი და დააყოვნეთ 3 კვირით. მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 40 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.

საშუალება №2

100 გრამ კარგად დაფქულ მუსკატის კაკალს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დააყოვნეთ 21 დღე-ღამის განმავლობაში. ყოველდღიურად კარგად შეანჯღრიეთ ის. დაყოვნებული მასა უნდა გაფილტროთ (დაგვჭირდება მხოლოდ სითხე). დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე 1/4 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში გახსენით მზა ნაყენი 20-30 წვეთის ოდენობით და მიირთვით.

საშუალება №3

დარიჩინი და ჯანჯაფილი – კომბინაცია, რომელიც ეფექტურად ათხევადებს სისხლს. ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, კარგად გახეხეთ ჯანჯაფილის საშუალო ზომის ფესვი (დაახ. 4 სმ სიგრძის) და ერთი მწიკვი დარიჩინი. როდესაც ნარევი გაგრილდება, გადაწურეთ ის და დაუმატეთ მცირეოდენი თაფლი და ლიმონის წვენი. მთელი დღის განმავლობაში მიირთვით ეს სასმელი პატარ-პატარა ულუფებით. ყოველი დღისთვის თქვენ უდნა მოამზადოთ ახალი ულუფა.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!