ასე მოვიშორე კენჭები თირკმელებიდან სახლის პირობებში, თანაც მხოლოდ 1 კვირაში

2657

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღესდღეობით ადამიანების უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ვატარებთ. კომპიუტერის წინ ხანგრძლივი დროით მოკალათება, ტელევიზორში საყვარელი გადაცემების საათობით ყურება და ფიზიკური აქტივობების უკმარისობა – ის, რასაც მთელი ჩვენი ორგანიზმისა და ჯანმრთელობის დანგრევა შეუძლია.

როდესაც ხანგრძლივი პერიოდით გაუნძრევლად ვზივართ, ჩვენი თირკმელები განიცდის დამატებით დატვირთვასა და ზეწოლას, რამაც ამ წყვილი ორგანოს დაზიანებამდე და სხვადასხვა პრობლემების განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. კენჭების ფორმირება თირკემლებში – პრობლემა, რომელსაც დღეს ძალიან ხშირად ვხვდებით ახალგაზრდებშიც კი.

როგორც წესი, კენჭების მოსაშორებლად ქირურგიულ ჩარევას მიმართავენ, თუმცა ადამიანების უმრავლესობა ოპერაციას მაქსიმალურად არიდებს თავს. რატომ? გარდა იმისა, რომ ოპერაცია არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული, ძალიან ცოტა ადამიანს თუ გააჩნია ექიმის სკალპერის ქვეშ დაწოლის სურვილი.

თუ თქვენც ამ ადამიანების სიას მიეკუთვნებით, აუცილებლად იხელმძღვანელეთ ჩვენი დღევანდელი ინსტრუქციით! საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 1 კვირაში ბოლომდე გამოდევნის კენჭებს თირკემლებიდან, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ თირკემლებში დიდი ზომის კენჭები გაქვთ, სახლის პირობებში მათ მოშორებას ნუ ცდით – ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს.

მაშ ასე, პატარა ზომის კენჭების მოსაშორებლად დაგჭირდებათ: 

  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ ლუდი
  • 100 მლ ლიმონის წვენი

ინსტრუქცია:

  1. სამივე ინგრედიენტი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ პატარა ჭურჭელში. მიღებული სითხე მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  2. მიირთვით მზა საშუალება ყოველ დილას 50 მილილიტრის ოდენობით. მირთმევამდე ქილა აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ.
  3. კურსის ხანგრძლივობა – 6 დღე. 1 კურსის დასრულების შემდეგ აუცილებელია რამდენიმე კვირიანი შესვენების გაკეთება.
  4. უკვე მე-4 დღეს შარდთან ერთად ორგანიზმიდან პატარა ზომის კენჭები და სილა დაიწყებს გამოსვლას.

თუ თირკმელებში არსებული კენჭების დიამეტრი 15 მმ-ს აღემატება, ამ და სხვა მსგავსი ნებისმიერი საშუალების მიღება კატეგორიულად გეკრძალებათ!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!