სისხლძარღვების წმენდის საშინაო მეთოდი ვალერიანითა და თაფლით

1650

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად უარყოფითი გავლენა აქვს მავნე საკვებსა და დაბინძურებულ საცხოვრებელ გარემოს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. მავნე ჩვევები კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას და იწვევს სისხლძარღვების ძლიერად დაბინძურებას, რაც შეიძლება იქცეს სხვადასხვა სერიოზული პრობლემებისა და დაავადებების განვითარების საფუძვლად.

გულ-სისხძარღვთა სისტემამ გამართულად რომ იმუშაოს, აუცილებელია რეგულარულად სისხლძარღვების წმენდა. ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ერთი საშინაო საშუალება, რომლის შესახებაც ახლა დეტალურად გიამბობთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ.

როგორ გავიწმინდოთ სისხძარღვები სახლში

სისხლძარღვების ბოლომდე გასაწმენდად მოამზადეთ შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის ჭიქა კამის თესლს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კატაბალახას (ვალერიანის) დაფქული ფესვი და დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. როდესაც ნარევი დაახლოებით 40 გრადუსამდე გაგრილდება, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად გადაურიეთ, რათა მან ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.

ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული ნარევი გადაწურეთ მინის ბოთლში ან ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

ყოველ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 თვიანი შესვენებსი გაკეთება.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა მიზანშეწონილი.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ძალიან დაგვეხმარებით!