ენა სხეულის სარკეა. დააკვირდით მას, რათა თავიდან აირიდოთ მძიმე შედეგები

22476

თუ გამოცდილი ექიმი თქვენს ენას შეხედავს, ის ზუსტად გეტყვით, როგორ მოქმედებს გარემომცველი სამყარო, დიეტა და ცხოვრების სტილი თქვენს სხეულზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ყოველთვის, როდესაც ჩვენს სხეულში რაღაც რიგზე ვერ არის, ორგანიზმი გვიგზავნის შესაბამის სიგნალებსა და ნიშნებს, რომელთაც აუცილებლად უნდა ვუგდოთ ყური. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის დროული დიაგნოსტიკა და მისი მარტივად განკრუნება ადრეულ სტადიაზე.

მოირმაჯვეთ სარკე და კარგად დააკვირდით საკუთარ ენას – ის უამრავ რამეს მოგითხრობთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ჯანსაღი ენა

“ჯანსაღი ენა” ზომიერად ვარდისფერი და ტენიანია, თავისუფალი ნადებისგან, ლაქებისგან და წყლულებისგან, რაც კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგ, გამართულ მუშაობაზე მეტყველებს.

ნადები ენაზე

თეთრი ფერის მსუბუქი ნადები

ენის ეს მდგომარეობა შეიძლება მეტყველებდეს თირკმელებთან ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სწორი დიაგნოზის დასასმელად, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს დროულად.

თეთრი ფერის სქელი ნადები

თუ თქვენი ენა თეთრი ფერის სქელი ნადებითაა დაფარული, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. ენის ასეთი მდგომარეობა შეიძლება მეტყველებდეს ორგანიზმში სერიოზული ინფექციის არსებობაზე ან სხვადასხვა სისტემებისა და ფუნქციების გაუმართაობაზე.

ყვითელი ნადები

ენაზე ყვითელი ფერის ნადების გაჩენა ღვიძლის ან შარდის ბუშტის დაავადებებზე მეტყველებს. მოცემული მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს სხეულში დიდი რაოენობით მავნე ნარჩენების დაგროვებითა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებით.

არათანაბრად შეფერილი ენა

ე.წ. “გეორგაფიული ენა” – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების უტყუარი ინდიკატორი. თუ ჭრილები ენაზე იმდენად ღრმაა, რომ ისინი ბზარებს წააგავს – აუცილებლად უნდა შეიმოწმოთ შაქრის დონე სისხლში. ზუსტი დიაგნოზის დასმას ამ შემთხვევაში მხოლოდ ექიმი შეძლებს.

ენის შეფერილობა

თეთრი ენა

მკრთალი თეთრი შეფერილობის ენა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებზე მეტყველებს. როგორც წესი, ენის ამ მდგომარეობის პარალელურად პაციენტს აწუხებს მუცლის შებერილობა და ქრონიკული დაღლილობა, თანაც ასეთ დროს ჩვენი ხელები და ფეხები უჩვეულოდ ცივია. ზედმეტად თეთრი ფერის, გამომშრალი ენა შეიძლება მეტყველებდეს სისხლში რკინის დეფიციტზეც, რომელსაც თან ახლავს მშფოთვარება, თავბრუსხვევის ხშირი შეგრძნება, მეხსიერების დაქვეითება, უძილობა, ანემია და ა.შ.

წითელი ენა

ღია წითელი შეფერილობის ენა ორგანიზმში არსებულ ინფექციებზე მეტყველებს. თუ ენა შეწითლებული გაქვთ და წითელი წერტილების გაჩენაც შენიშნეთ, ეს შეიძლება სხეულის მომატებულ ტემპერატურაზე ან ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებზე მეტყველებდეს.

თუ ენა მუქ წითელ შეფერილობას იღებს, ეს თირკმელებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე ან ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციაზე მეტყველებს.

ენის კუთხეების წითლად შეფერვა

როგორც წესი, ენის ეს მდგომარეობა ხშირად აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად ცხარე ან ცხიმიან საკვებს რეგულარულად იღებენ. ენის კუთხეების წითლად შეფერვა ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებითაც შეიძლება იყოს განპირობებული.

ლურჯი ენა

თუ თქვენი ენა ლურჯ შეფერილობას იღებს, დროულად მიმართეთ სპეციალისტს! ენის ეს მდგომარეობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც ქსოვილებს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი არ მიეწოდება. ამ ორგანოს ლურჯად შეფერვა შეიძლება იყოს გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაავადებითაც. იმოქმედეთ დროულად!

ყვითელი ენა

თუ დიდი ხნის განმავლობაში ენის სიყვითლე არ გადის, შეიმოწმეთ ღვიძლი და შარდის ბუშტი. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხნის განმავლობაში ყვითლად მხოლოდ ენის წვერია შეფერილი, შეემოწმეთ ჰეპატიტზე.

მომწვანო ენა

თუ თქვენი ენა მწვანე შეფერილობას იღებს, ეს ორგანიზმის ძლიერ მოწამვლაზე მეტყველებს.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რა პრობლემებზე შეიძლება მეტყველებდეს ენის კონკრეტული შეფერილობა და მდგომარეობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!