ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელმაც შეიძლება შეაწუხოს აბსოლუტურად ყველა ადამიანი, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად იცავთ ჰიგიენას, თქვენ მაინც შეიძლება იქცეთ სოკოვანი ინფექციის მსხვერპლად. ის შეიძლება გადაგედოთ როგორც სააბაზანოში, ასევე აუზზე ყოფნისას, დაინფიცირებული ადამიანის პირადი ჰიგიენის ნივთის (მაკრატელი, ქლიბი) გამოყენებით და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფრჩხილის სოკოს გამომწვევი ფაქტორები ძალიან მრავალფეროვანია.
რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, თავისი სიმარტივითა და ეფექტურობით აუცილებლად კმაყოფილს დაგტოვებთ. საჭმელი სოდა და ვაშლის ძმარი – ორი უმთავრესი ინგრედიენტი, რომელიც სოკოვანი ინფექციის დამარცხებაში გვიწყობს ხელს.
ვაშლის ძმარი ბლოკავს სოკოვანი სპორების ცხოველქმედებას და ბოლომდე ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს. საჭმელი სოდა ანეტირალებს მჟავას და არეგულირებს მჟავა-ტუტოვან (pH) ბალანსს.
მაშ ასე, გთავაზობთ მარტივ, ორ ეტაპიან ინსტრუქციას:
მოიმარჯვეთ საშუალო ზომის ტაშტი და ჩაასხით მასში 1,5 ლიტრი ცხელი წყალი. დაუმატეთ დაახლოებით ნახევარი ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და კარგად მოურიეთ. როდესაც წყალი კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, მოათავსეთ მასში ფეხები დაახლოებით 20 წუთით. პროცედურის შემდეგ შეიმშრალეთ ფეხები და მოითმინეთ 1 საათი.
კვლავ 1,5 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 2,5 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, მოურიეთ და მიეცით დრო ფეხებისთვის კომოფრტულ ტემპერატურამდე გასაგრილებლად. გაგრილებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 20 წუთით, შემდეგ გადაივლეთ გრილი წყალი და ბოლოს კარგად შეიმშრალეთ.
გახსოვდეთ, რაც უფრო ხშირად ჩაიტარებთ ამ ორ ეტაპიან პროცედურას, მით უფრო მალე იხილავთ სასურველ შედეგს. ეს საშუალება გაანადგურებს სოკოვან ინფექციას და თავიდან აგარიდებთ მომავალში მის განვითარებას.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!
გთავაზობთ ვიდეოს დეტალური ინსტრუქციით: