თუ სახსრების ძლიერი ტკივილი და კიდურებში სიმძიმის შეგრძნება გაწუხებთ, ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვისაა. პრობლემის გადასაჭრელად სულაც არ არის აუცილებელი რეგულარულად საკმაოდ სოლიდური თანხის ხარჯვა სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატებში და მალამოებში, რადგან არსებობს ისეთი საშინაო, ხალხური საშუალებები, რომლებიც მოცემულ დავალებას არანაკლებ ეფექტურად ართმევს თავს, თანაც მათთვის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები საერთოდ არ არის დამახასიათებელი.
მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სახსრების სამკურნალო მალამოს დამზადების მარტივ რეცეპტს. ეს საშუალება სწრაფად გაუმკლავდება ნებისმიერ პრობლემას, რომელიც სახსრებთან, ძვლებთან და კუნთებთან არის დაკავშირებული.
როგორ დავამარცხოთ სახსრების ტკივილი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 300 მლ სამედიცინო სპირტი
- 10 მლ ქაფურის სპირტი
- 10 მლ იოდი
- 10 აბი ანალგინი
ინსტრუქცია:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთ ჭურჭელში, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 21 დღის განმავლობაში.
მზა მალამოთი რეგულარულად დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები და სხეულის პრობლემური მონაკვეთები. ასე ტკივილი მყისიერად შემსუბუქდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრება!
მაშინ, როდესაც მუხლის სახსარი ისე ძალიან მტკიოდა, რომ დამოუკიდებლად ფეხზე წამოდგომა მიჭირდა, ეს მალამო ძალიან დამეხმარა. მისი შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ გადავწყვიტე, ამ არაჩვეულებრივი საშუალების შესახებ თქვენთვისაც მეამბო. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ.
თუ სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!