57 წლის ასაკში ზედმეტი 12 კგ მოვიშორე, რაშიც ეს სასმელი დამეხმარა

47802

ჭარბწონიანობა და გაცხიმოვნება დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად ითვლება. ზედმეტი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების დაგროვება, სამწუხაროდ, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა ნამდვილად არ არის – სწორედ ჭარბწონიანობა შეიძლება იქცეს არაერთი სერიოზული დაავადების განვითარების საფუძვლად.

კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ზედმეტი კილოგრამების მოშორება ძალიან გვიჭირს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანგრძლივი დროის განამვლობაში დიეტას ვიცავთ და რეგულარულად თავს ფიზიკურად ვიტვირთავთ, სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ ვაღწევთ…

თუ თქვენც ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად იმატებს, მათი მოშორება კი ჯოჯოხეთურ ტანჯვასთან ასოცირდება, ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვისაა! კვებაში ცვლილებების შეტანის პარალელურად, თუ ამ სასმელს რეგულარულად მიიღებთ, წონის კლებისა და ცხიმოვანი ფენების წვის პროცესს რამდენჯერმე დააჩქარებთ.

რა კავშირი აქვს უბრალო სასმელს წონის კლებასთან? რეცეპტში შემავალი აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. მათი კომბინირებით ჩვენ ვიღებთ საშუალებას, რომელიც მაქსიმალურად აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ბოლომდე წმენდს ჩვენს ორგანიზმს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან. ყოველივე ამის შედეგად, ჭარბი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების მოშორება გაცილებით მარტივი ხდება.

სასმელი წონის კლების დასაჩქარებლად

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 2 ლიმონი
  • 5 კბილი ნიორი
  • საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი (დაახ. 2 სმ სიგრზის)
  • 1 ლიტრი მინერალური წყალი

ინსტრუქცია: 

  1. გაჭერით ორივე ლიმონი შუაზე და ბოლომდე გამოწურეთ წვენი. კანი აუცილებლად შეინახეთ.
  2. ნივრის ხუთივე კბილი და ჯანჯაფილის ფესვი მაქსიმალურად დააქუცმაცეთ (შეგიძლიათ ფაფის მომზადება ბლენდერის გამოყენებით).
  3. ჩაასხით ქვაბში ერთი ლიტრი მინერალური, არაგაზირებული წყალი, მოათავსეთ მასში ორივე ლიმონის ცედრა და მიიყვანეთ დუღილამდე.
  4. როგორც კი წყალი წამოდუღდება, გამორთეთ ცეცხლი და ჩაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი და ჯანჯაფილი.
  5. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ სასმელი 20 წუთით.
  6. გადაწურეთ დაყოვნებული მასა მინის ქილაში, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად შეანჯღრიეთ და შეინახეთ მაცივარში.

ყოველ დილას, უზმოზე მიირთვით ეს სასმელი 100-150 მლ ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 10 ან 14 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 1 კვირიანი შესვენების გაკეთება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სასმელი თქვენც დაგეხმარებათ. როგორც უკვე ვახსენეთ, სწორედ მისი დახმარებით 57 წლის ასაკში ზედმეტი 12 კილოგრამი მოვიშორე.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარცებიან!