თუ წონის დაკლება გსურთ, ივახშმეთ კეფირის სასმელით. ასე 1 კვირაში 4 კილოგრამს ვიშორებ

5956

ჭარბი კილოგრამებისა და ცხიმოვანი ფენების დაგროვება – პრობლემა, რომელიც ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ გაცხიმოვნება და ჭარბწონიანობა ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია, რადგან დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩვენ საკუთარი თავისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება და ხშირად ქუჩაშიც კი გვიწევს კვება, რაც საზოანო არა მხოლოდ ჩვენი ფიგურისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაცაა.

მაშინ, როდესაც ზედმეტი კილოგრამების პრობლემა გვაწუხებს, საკითხს არა მთელი ძალების გამოყენებით, არამედ გონივრულად უნდა მივუდგეთ. თუ თქვენც იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც წონას მხოლოდ კვებაში შეზღუდვების დაწესებით ვერ იკლებს ან უბრალოდ არ გაქვთ საკუთარი თავის მკაცრი დიეტებით ტანჯვის ძალა,  ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვისაა.

დღეს მინდა მოგიყვეთ კეფირის სასმელის შესახებ, რომელიც ნაწლავების გაწმენდის, მისი ჯანჯსაღი მიკროფლორის აღდგენისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარების ხარჯზე, შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში და პრობლემური მონაკვეთებიდან ცხიმოვანიფ ენების მოშორებაში.

კეფირი, დარიჩინი, წითელი წიწაკა და ჯანჯაფილი (იგივე კოჭა) – კომბინაცია, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. სწორედ ამ სასმელის დახმარებითაა შესაძლებელი წონის კლების პროცესის საგრძნობლად დაჩქარება.

ერთ ჩაის ჭიქა უცხიმო ან დაბალცხიმიან კეფირში ჩაამატეთ მწიკვი წითელი წიწაკა, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და ამავე რაოდენობით დაფქული ჯანჯაფილი, კარგად მოურიეთ. საღამოს საათებში, როდესაც შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ, მიირთვით მზა სასმელი. ეცადეთ, დილის საათებში იკვებოთ ჯანსაღად.

მოცემული სასმელი პირადად ძალიან მეხმარება. სწორედ მისი დახმარებით 1 კვირაში დაახლოებით 4 კილოგრამს ვიშორებ, თანაც შიმშილისა და თავის მკაცრი დიეტებით ტანჯვის გარეშე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!