როდესაც ჩემს შვილებს ძლიერი ხველა აწუხებთ, ასე ვმკურნალობ მათ ერთ ღამეში

6958

ზამთრის ცივ სეზონზე სხვადასხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილები სწორედ ბავშვები არიან, რომელთა იმუნური სისტემა ჯერ არც თუ ისე ძლიერია.

ქრონიკული ხველა – პრობლემა, რომელიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის და მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს. თუ ამ ჩივილით ექიმს მიმართავთ, ის სამკურნალოდ რომელიმე სიროფს დაგინიშნავთ. სამწუხაროდ, მსგავსი სააფთიაქო პრეპარატებისთვის მრავალი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი, რის გამოც მათი გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი. საერთოდაც, რატომ უნდა ფლანგოთ ფული საეჭვო სააფთიაქო პრეპარატებში, თუ არსებობს მათი გაცილებით ეფექტური ნატურალური ალტერნატივა?!

ჯანჯაფილის კომპრესი – საშუალება, რომელიც მარტივად, თანაც მინიმალურ დროში გაუმკლავდება პრობლემას. მოცემული მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა და შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ ის თქვენი შვილებისთვის. უკვე არაერთი წელია, ბავშვებში ხველის სამკურნალოდ სწორედ ამ კომპრესს ვიყენებ და შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ!

როგორ დავამარცხოთ ძლიერი ხველა

თქვენ დაგჭირდებათ: 

  • 1 ს.კ. დაფქული ჯანჯაფილი (იგივე კოჭა)
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • ქაღალდის ხელსახოცები
  • დოლბანდი ან პლასტირი
  • მარლა

ინსტრუქცია: 

1. დაუმატეთ ფქვილს ზეითუნის ზეთი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. ფქვილისა და ზეთის ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი. კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

3. კარგად გარეცხეთ ჯანჯაფილი და გაასუფთავეთ ის კანისგან დანის ან კოვზის გამოყენებით.

4. გასუფთავებული კოჭა დაჭერით პატარა კუბიკებად და გაატარეთ ნივრის საჭყლეტში ან გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ ის თაფლის, ფქვილისა და ზეთის ნარევს. ურიეთ იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.

5. გადაკეცეთ მარლა 7 ფენად და მის ერთ ნახევარზე დაიტანეთ მომზადებული მასა.

6. გადაკეცეთ მარლის კუთხეები და დააფიქსირეთ ის პლასტირით, რათა შიგთავსი გარეთ არ გადმოიღვაროს.

7. დაიფინეთ მზა კომპრესი მკერდზე და ზემოდან შემოიხვიეთ დოლბანდი ან დაიფიქსირეთ კვლავ პლასტირების გამოყენებით.

თუ ამ მეთოდს ბავშვებისთვის იყენებთ, კომპრესი სამოქმედოდ მაქსიმუმ 3 საათით დატოვეთ. ზრდასრული პაციენტების შემთხვევაში, ჯანჯაფილის კომპრესის მთელი ღამით დატოვებაა რეკომენდებული.

უკვე მეორე დილას თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ! როდესაც ამ მეთოდს თავად გამოცდით, მის ეფექტურობაში აუცილებლად დარწმუნდებით.

მოცემული საშუალება უკუჩვენებითია თქვენთვის, თუ რეცეპტში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული ხართ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!