გასწავლით, როგორ მოამზადოთ საშინაო სიროფი, რომელიც ბოლომდე გაწმენდს ფილტვებს, აგარიდებთ ინსულტსა და დიაბეტს

60699

თუ ფიქრობთ, რომ ფილტვების გაწმენდაზე რეგულარულად ზრუნვა აუცილებლობას მხოლოდ მწეველებისთვის წარმოადგენს, რადგან ისინი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ნიკოტინს იღებენ, ძალიან ცდებით! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცხოვრებაში არ მოგიწევიათ, თქვენს ფილტვებში სავსებით შესაძლებელია, საკმაოდ დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერება და მავნე ნარჩენი იყოს დაგროვებული, რომლებიც ჩვენს სხეულში, უფრო კონკრეტულად კი ფილტვებში, სასუნთქი გზების გავლით დაბინძურებული ჰაერიდან ხვდება.

ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, ბოლომდე გაგიწმენდთ არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ მთელ ორგანიზმს. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული საშუალება ძალიან ეფექტურია ალცჰეიმერის დაავადების, დიაბეტის, კიბოსა და ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

ნატურალური სიროფი ფილტვების გასაწმენდად

ინგრედიენტები: 

  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 ს.კ.  გახეხილი ჯანჯაფილი
  • ნახევარი კილოგრამი ხახვი
  • 2 ს.კ. ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
  • 2 ს.კ. კურკუმის ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
  • 200 მლ ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, გარეცხეთ, დაჭერით რაც შეიძლება წვრილად და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით 1 ლიტრი წყალი.
  2. დააყოვნეთ ეს მასა 1 საათით და მხოლოდ ამის შემდეგ დადგით ცეცხლზე.
  3. როდესაც წყლისა და ხახვის ნარევი წამოდუღდება, დაუმატეთ კურკუმა, ჯანჯაფილი და წიწაკა. დატოვეთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით (ხის კოვზით მუდმივად ურიეთ).
  4. მზა ნარევი მოაშორეთ ცეცხლს, ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ გაგრილებამდე.
  5. გაგრილებული ნარევი გადაწურეთ სუფთა მინის ქილაში და დაუმეტეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, შემდეგ კარგად გადაურიეთ.
  6. დახურული ჭურჭელით შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში.

მიირთვით ფილტვების გამწმენდი ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით უზმოზე და 2 სუფრის კოვზის ოდენობით სადილის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – სიროფის ამოწურვამდე. ამ დროში თქვენი ფილტვები და ორგანიზმი ბოლომდე გაიწმინდება ტოქსიკური ნარჩენებისგან.

რატომ ეს ინგრედიენტები? 

ლიმონი – C ვიტამინის მაღალი შემცველობითა და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ციტრუსი, რომელიც არაჩვეულებრივია სხეულის დეტოქსიკაციისთვის.

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა – საკმაოდ ეფექტური საშუალება, რომელიც ხალხურ მედიცინაში ხშირად გამოიყენება სხეულიდან ტოქსიკური ნარჩენების მოსაშორებლად. გარდა ამისა, ის არეგულირებს სისხლში გლუკოზის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს.

კურკუმა – პროდუქტი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ის მდიდარია ისეთი მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც გვიწყობს ხელს სისხლძრღვების კედლებზე მიმაგრებული ცხიმების დაწვაში და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.

თუ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!