კვირაში ერთხელ ბრინჯის ნიღაბს ვიკეთებ, რათა ჩემს რეალურ ასაკთან შედარებით ყოველთვის 10 წლით ახალგაზრდად გამოვიყურებოდე

5218

ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად რადიკალურ ზომებს იღებს, ხშირად კი ყველაფერი კრახით სრულდება. საერთოდაც, რატომ უნდა ვხარჯოთ ფული სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურებსა და პროდუქტებში, თუ სახის კანის მოვლა და გააახალგაზრდავება მარტივი საშინაო საშუალებებითაა შესაძლებელი?!

ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თავისი ეფექტურობით ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციასაც კი აღემატება. თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ, საიმედოდ დაიცავთ თავის ნაადრევი სიბერისგან, გაიგლუვებთ პატარა ზომის ნაოჭებს, სათანადოდ დაიტენიანებთ და გამოკვებავთ კანს.

ჩვენი დღევანდელი ნიღბის მთავარი კომპონენტი ბრინჯია, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. ის აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და საგრძნობლად ანელებს დაბერების პროცესს, რაც სილამაზისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებაში გვეხმარება.

ბრინჯი სახის კანის მოსავლელად

ინსტრუქცია: 

  1. მოხარშეთ 2 ან 3 სუფრის კოვზი ბრინჯი დაბალ ცეცხლზე.
  2. სითხე გადაღვარეთ სუფთა ჭურჭელში (ის მომდევნო ეტაპისთვის დაგვჭირდება), ხოლო მოხარშული ბრინჯი გამდინარე, ცივ წყალს რამდენიმე წუთით შეუშვირეთ.
  3. მზა ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.
  4. ურიეთ იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
  5. მზა ერთგვაროვანი მასა წაისვით სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე.
  6. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით (წყალი, რომელშიც ბრინჯი მოვხარშეთ).

თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ მაინც ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში შენიშნავთ, თუ როგორ მცირდება ნაოჭები ზომაში. მოცემული საშუალება დაუბრუნებს თქვენს კანს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, კარგად დაატენიანებს და გამოკვებავს მას, რაც ახალგაზრდობისა და სილამაზის ღრმა სიბერემდე შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

იზრუნეთ თქვენს დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!