არ მეგულება ადამიანი, რომელიც ლიმონის ამ ჰაეროვანი ორცხობილების მიმართ გულგრილი დარჩება. ოდნავ მომჟავო და ტკბილი გემოების კომბინაცია, პლუს საოცარი არომატი და სინაზე ამ ორცხობილებს აუცილებლად შეგაყვარებთ.
სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ ამ ორცხობილების მომზადებას სწრაფად და მარტივად გაართმევთ თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღუმელთან და ცხობასთან შეხება არასდროს გქონიათ. უბრალოდ მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.
ლიმონის ჰაეროვანი და არომატული ორცხობილები
ინგრედიენტები:
- 80 გრამი კარაქი
- 2 ცალი კვერცხი
- 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 300 გრამი ხორბლის ფქვილი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 დიდი ზომის ლიმონი
- მზესუმზირის ზეთი და შაქრის პუდრი გემოვნებით
ინსტრუქცია:
1. ერთი მთლიანი ლიმონის ცედრა გახეხეთ წვრილ სახეხზე და კარგად გამოწურეთ წვენი მისი ნახევარი რბილობისგან (მეორე ნახევარი არ დაგვჭირდება). კვერცხი კარგად ათქვიფეთ გამოწურულ წვენთან და შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და დარბილებული კარაქი. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განამვლობაში, სანამ ინგრედიენტები ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
2. მიღებულ თხევად მასაში დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. ამოიყვანეთ ცომი და გაყავით ის 3 ან 4 თანაბარ ნაწილად.
3. ცომის თითოეული გუნდა კარგად გააბრტყელეთ (მათი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 სანტიმეტრს). დაჭერით გაბრტყელებული ცომი თანაბრი ზომის კვადრატებად.
4. ჩაასხით ტაფაში იმ რაოდენობით მზესუმზრის ზეთი, რომ ლიმონს კვადრატული ორცხობილები ზემოდან რამდენიმე მილიმეტრით მაინც დაიფაროს. მობრაწეთ ისინი ორივე მხრიდან მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე, შემდეგ გადმოალაგეთ ქაღალდის ხელსახოცებზე და მოაყარეთ შაქრის პუდრი თქვენი გემოვნების მიხედვით. გემრიელად მიირთვით!
როდესაც ლიმონის ამ ორცხობილებს დააგემოვნებთ, პირობას გაძლევთ, ის აუცილებლად შეგიყვარდებათ! განსაკუთრებით გემრიელი ეს ორცხობილები ყავის ან ჩაის დილის ულუფასთან ერთადაა.
როგორც ხედავთ, ლიმონის ძალიან ნაზი და არომატული ორცხობილების მომზადება დიდ დროსა და ძალისხმევას არ მოითხოვს, მათი გემო კი – შთამბეჭდავია. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!