კიდევ 6 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა იჩქაროთ მანდარინის კანის სანაგვე ურნაში მოსროლა

22040

დაკვირვებიხართ, თუ როგორ გიუმჯობესდებათ განწყობა, როდესაც თქვენს გვერდში ვიღაც არომატულ და წვნიან მანდარინს ფრცქვნის? ეს ეფექტი განპირობებულია მოცემულ ციტრუსში შემავალი ეთერზეთებით, რომლებიც ხსნის სტრესს, დაღლილობასა და ნერვულ დაძაბულობას.

გარდა ჩვენს სხეულზე და გონებაზე დამამშვიდებელი გავლენისა, მანდარინის კანი ფლობს კიდევ არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ უნდა იჩქაროთ ამ არომატული ციტრუსის ცედრის სანაგვე ურნაში მოშორება.

მანდარინის კანის სასარგებლო გავლენა

1. ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები

დისბაქტერიოზისა და მუცლის შებერილობის დროს არაჩვეულებრივი იქნება, თუ თქვენს კერძს 1 ჩაის კოვზ მანდარინის გამომშრალ და დაფქულ ცედრას დაუმატებთ.

2. ბრონქიტი

ამ უსიამოვნო პრობლემის დროს 2 სუფრის კოვზ მანდარინის ნედლ და კარგად დაქუცმაცებულ ცედრას დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით გაგრილებული ნაყენი ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

3. მშრალი ხველა

მანდარინის კანის ნაყენი – არაჩვეულებრივი საშუალება მშრალი ხველის დროს ლორწოს გასათხევადებლად და მის გამოსადევნად. მინის ქილაში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი მანდარინის გამომშრალი და დაქუცმაცებული კანი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ოჯახის არაყი და ჭურჭელს დააფარეთ თავსახური. დააყოვნეთ ეს საშუალება 7 დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ ახალ ჭურჭელში. დაახლოებით ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის ხსნარში გახსენით ნაყენი 20 წვეთის ოდენობით და მიირთვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

4. გაციება

ერთ მუჭა მანდარინის კანს დაასხით მდუღარე წყალი და ისუნთქეთ მისი ორთქლი (ჩაიტარეთ ინჰალაცია). ასე თქვენ სწრაფადვე გაანადგურებთ ინფექციას. შეიკავეთ თავი ამ პროცედურისგან, თუ სხეულის ტემპერატურა მომატებული გაქვთ.

5. ფეხისგულების სოკოვანი ინფექცია

უბრალოდ კარგად დაიმუშავეთ ფეხისგულები და თითები მანდარინის კანით. თუ ამ პროცედურას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაიტარებთ, ძალიან მალე კანის სოკო აღარ შეგაწუხებთ.

6. მომატებული წნევა და არითმია

1 ჩაის ჭიქა მანდარინის ნედლ კანს დაასხით 3 ლიტრი წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. როდესაც წყალი წამოდუღდება, გადმოდგით ეს საშუალება ცეცხლიდან და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. დაუმატეთ მანდარინის მზა ნაყენი თქვენ თბილ აბაზანებს, რათა შეიმციროთ წნევა და დაამარცხოთ არითმია. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ასეთ აბაზანას დაძინებამდე 1 საათით ადრე მიიღებთ.

გიყვართ მანდარინი? თუ გსმენიათ ამ ციტრუსის სასარგებლო თვისებების შესახებ? არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით.