როგორ გავანადგუროთ სხეულში ბინადარი პარაზიტები და დავამარცხოთ გაცხიმოვნება ნატურალური ნარევით

15292

ხშირად გაწუხებთ მოთხოვნილება ტკბილეულზე? ამ ნაკლებად სასიამოვნო მოვლენის გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად პარაზიტებშია, რომლებიც ჩვენს სხეულში ბინადრობენ და საკვებ ნივთიერებებს გვპარავენ.

რატომ გვიჩნდება დაუოკებელი მოთხოვნილება ტკბილეულზე ამ დროს? საქმე იმაშია, რომ ჭარბი რაოდენობით შაქრისა და მისი შემცვლელების მიღების შედეგად, ჩვენს სხეულში წარმოიქმნება ხელსაყრელი გარემო მავნე ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის.

ეს უცხო სხეულები, რომლებიც ბინადრობენ ჩვენს სხეულში, გვართმევენ საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიას, მისი კომპენსირება ჩვენი ორგანიზმისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენს სხეულში პარაზიტები და ჭიები ბინადრობენ, რეგულარულად გვიჩნდება მოთხოვნილება გლუკოზით მდიდარ ტკბილ პროდუქტებზე.

რა თქმა უნდა, თუ საჭირო ზომებს დროულად არ მივიღებთ, ეს უსიამოვნო მოვლენა საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს არაერთ სერიოზულ პრობლემასა და დაავადებას. ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდაზე ზრუნვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ჭარბი წონა და გაცხიმოვნება გაწუხებთ. გახსოვდეთ, რაც უფრო სუფთა და ჯანსაღია თქვენი სხეული, მით უფრო ნაკლებია ცხიმოვანი ფენების სისქე სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე.

როგორ გავიწმინდოთ სხეული პარაზიტებისგან, ჭიებისგან და მათი კვერცხებისგან? 

ეს მარტივი პროცედურა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, უნდა ჩაიტაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ, რათა პარაზიტების არსებობის პრობლემამ აღარასდროს შეგაწუხოთ. ჩვენ გთავაზობთ არა ქიმიური, არამედ აბსოლუტურად ნატურალური ნარევის გამოყენებას, რომლისთვისაც გვერდითი მოვლენები და უკუჩვნებები თითქმის არ არის დამახასიათებელი.

ინგრედიენტები:

  • 150 გრამი სელის თესლი
  • 15 გრამი გამომშრალი მიხაკი

ინსტრუქცია:

  1. ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით დაფქვით სელის თესლი და გამომშრალი მიხაკი.
  2. მიღებული ნარევი მოათავსეთ ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
  3. 3 დღის განმავლობაში მიირთვით მზა ნარევი ყოველ დილას 2 სუფრის კოვზის ოდენობით და დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი.
  4. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ისაუზმეთ.

ერთი სრული კურსი მოიცავს 9 დღეს. 3 დღიანი პროცედურების ჩატარების შემდეგ აუცილებლად ვაკეთებთ 3 დღიან დასვენებას და შემდეგ კვლავ ვიმეორებთ კურსს. სრული კურსი უნდა ჩაიტაროთ მხოლოდ 6 თვეში ერთხელ, რათა არ დაიზიანოთ ორგანიზმი.

გახსოვდეთ, თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ამა თუ იმ ნატურალური პროდუქტის გამოყენება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენ გამოგადებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!