ასე გავიუმჯობესე მეხსიერება და გავიწმინდე სისხლძარღვები მაშინ, როდესაც ყველა სხვა საშუალება უძლური აღმოჩნდა

0
10341

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

არასწორი კვების, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოს, ჭარბი სტრესისა და მავნე ჩვევების შედეგად (მაგ: ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, მოწევა, ტკბილეულზე დამოკიდებულება და ა.შ.) თავს იჩენს შეფერხებები კარდიოვასკულარული სისტემის მუშაობაში, რამაც ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

სისხლძარღვების სისუფთავეზე დამოკიდებულია პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და ორგანიზმის ყველა სისტემის ნორმალური მუშაობა. თუ ჩვენს სხეულში სისხლი შეფერხებებით მიმოიქცევა, ჩვენი შინაგანი ორგანოები განიცდის ჟანგბადისა და სხვა საკვები ნივთიერებების დეფიციტს, რაც არაერთი სერიოზული პათოლოგიის განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.

თუ თქვენ შუახნის ასაკს უკვე გადააბიჯეთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ შესაბამისი ზომები სისხლძრღვების გასაწმენდად და გულის კუნთის გასაძლიერებლად. საუბარი გვაქვს არა სააფთიაქო პრეპარატების მიღებაზე, არამედ მხოლოდ ნატურალური და სასარგებლო ინგრედიენტებისგან შემდგარ სხვადასხვა ნარევებზე, რომელთაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენი გულის მუშაობაზე. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო ნატურალური საშუალების შესახებ გიამბობთ.

ნატურალური ნაზავი სისხლძარღვების გასაწმენდად და მეხსიერების გასაუმჯობესებლად

ინგრედიენტები:

  • ერთი ცალი ლიმონი
  • ერთი საშუალო ზომის თავი ნიორი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი

ინსტრუქცია: 

  1. ლიმონი კარგად გარეცხეთ, დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად და დააბლენდერეთ თავის კანთან ერთად.
  2. ლიმონის ფაფას დაუმატეთ კარგად გარეცხილი და კანისაგან გასუფთავებული ნიორი. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  3. მომზადებული ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ლიტრი თბილი ანადუღარი წყალი.
  4. ქილას ზემოდან დააფარეთ ქაღალდის ხელსახოცი და დააყოვნეთ ნარევი 3 დღე-ღამის განმავლობაში.

მზა საშუალება მიირთვით 1 ან 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდა. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here