ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც არასწორი კვების, მავნე ჩვევების, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოსა და ჭარბი სტრესის შედეგია.
ჩამოთვლილი ფაქტორები უარყოფითად ისახება ჩვენს სხეულში სისხლის მიმოქცევის პროცესზე. როდესაც ვენები და არტერიები დაბინძურებულია, სისხლი სისხლძარღვებში შეფერხებით გადაადგილდება, რის შედეგადაც ჩვენს შინაგან ორგანოებს ჟანგბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები სათანადო რეჟიმში აღარ მიეწოდება. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემის განვითარებას.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა გაცილებით მარტივია, ვიდრე უშუალოდ მკურნალობა. თუ შუახნის ასაკს მიაღწიეთ, აუცილებლად იზრუნეთ სისხლძარღვების რეგულარულად გაწმენდაზე – ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ჩვენი დღევანდელი საშინაო რეცეპტები. ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!
ორი ძალიან ეფექტური მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად
- სისხლძარღვებს მოქნილობა რომ დაუბრუნოთ, მოამზადეთ შემდეგი საშუალება: ლიმონის წვენი, თაფლი და ზეითუნის ზეთი შეურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზის ოდენობით. ახლადმომზადებული ნაზავი მიირთვით დილით, უზმოზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
- სისხლძარღვების ძირფესვიანად გასაწმენდად ისარგებლეთ შემდეგი ნაზავით: გაატარეთ ხორცსაკეპში 2 საშუალო ზომის ლიმონი (თავის კანთან ერთად), დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად გადაურიეთ. მიღებული ნაზავი მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიირთვით ის დღეში 2-3 ჩაის კოვზის ოდენობით ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ორივე საშუალების ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით – ასე ძალიან დაგვეხმარებით!