
გთავაზობთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლებიც აფერხებს კანის დაბერებას. მიზანშეწონილია მათი რეგულარუად გამოყენება, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ხანგრძლივი დადებითი გავლენა თქვენს კანზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე.
- ნუში
E ვიტამინით, ომეგა-3-ით, უჯრედისით, ცილებით, ცხიმებით, პროტეინებით, რკინით, კალიუმით, კალციუმით მდიდარი ნუში ხელს უწყობს ტვინის, გულისა და სახსრების ჯანმრთელობას. ძალიან სასრგებლოა კანისთვის. მიირთვით დღეში მუჭა ნუში ან მოაყარეთ სალათებს, შვრიის ფაფას.
- ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი ჯანსაღი ცხიმების საუკეთესო წყაროა, განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი დაწნეხვის. თუ ქოქოსის ზეთს ჩართავთ თქვენი კვების დღიურ რაციონში, ორგანიზმს მრავალ სარგებელს მოუტანთ. კერძოდ: გაიუმჯობებესებთ საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, საუკეთესოა ღვიძლის დაავადებების პროფილაქტიკისთვით, კარგი ქოლესტერინის დონის ასამაღლებლად, კალორიების დასაწვავად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგებისთვის, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. ქოქოსის ზეთი კანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით სასარგებლოა ძალიან მშრალი კანისთვის. ატენიანებს კანს, აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
- ავოკადო
ავოკადო გაჯერებულია ომეგა 3-ით, A და E ვიტამინებით. ძალიან სასარგებლოა კანისთვის, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ატენიანებს კანს და ანიჭებს ელასტიურობას. ძალიან სასარგებლოა ავოკადოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გზით მოხმარება. აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ავოკადო. გამოიყენეთ სალათების, სმუზების მოსამზადებლად.
- ბულგარული წიწაკა
ძალიან სასარგებლო კანისთვის წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი ბულგარული წიწაკა. დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ვიტამინს, რომელიც ძალინ სასარგებლოა მშრალი კანისთვის. ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.
- ისპანახი
ისპანახი მდიდარია E და C ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით. ისპანახი აფერხებს დაბერების პროცესს. ისპანახი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. მიირთვით დღეში მინიმუმ ერთი ჭიქა ისპანახი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათების, სმუზების, წვნიანების მოსამზადებლად.
- ჩიას თესლი
ჩიას თესლი დაამატეთ სმუზებს, შვრიას, იოგურტს, მაწონს. ჩია მდიდარია ომეგა-3-ით, შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, უჯრედისით, ცილით, B ჯგუფის ვიტამინებით. ჩია უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ძალიან სასარგებლოა თმისა და ფრჩხილებისთვის.
- არონია ჯანსაღი კენკრა
არონია შეიცავს ორგანულ მჟავებს, C, E, B1, B2, B6, B9, K, P. E, PP_ ვიტამინებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს: სპილენძს, რკინას, ბორს, ფტორს, კალციუმს. მისი შემადგენლობა მიუთითებს, რომ უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. ძლიერი ანტიოქსიდანტი ამცირებს ანთებასა და აკნეს, აფერხებს ნაოჭების გაჩენას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მართალია, არონია ძალიან მჟავეა, მაგრამ შეიძლება გამოვიყენოთ მაფინების ან სხვა დესერტების, სმუზების, ჯემების მოსამზადებლად.
- შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი სასარგებლოა კანისთვის. ის კანს უნარჩუნებს ტენიანობას. შავი (მწარე) შოკოლადი არ იწვევს აკნეს. კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედეგისგან.
შავი შოკოლადი შეიცავს კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მინერალებს: მაგნიუმს, მანგანუმს, რკინას, სპილენძს. მაგნიუმი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. კოლაგენი კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.
- ქინძი
ბეტა-კაროტინით, C ვიტამინით, ფოლიუმით, სხვა სასიცოცხლო ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ქინძი სასარგებლოა თქვენი კანისთვის. ასევე კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და არტერიული წნევის შეამცირებლად.
- ყურძენი
ორგანული მჟავებით, ვიტამინების სრული ნაკრებით, პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით, ანტოციანებით მდიდარი ყურძნი (განსაკუთრებით კანი) ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ანელებს დაბერების პროცესს. მიირთვით ყურძენი ან დაამატეთ სმუზებს.