სამკურნალო არომატული ჩაი ძირფესვიანად გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და მოგაშორებთ ქოლესტერინის მავნე ფენებს

1555

ილს, რომელსაც მეორენაირად კარდამონის სახელწოდებით ვიცნობთ, საკმაოდ ხშირად სანელებლების მეფედ მოიხსენიებენ, რაც არა მხოლოდ მისი საოცარი გემოვნური თვისებების, არამედ უდიდესი სამკურნალო პოტენციალის დამსახურებაა.

ძლიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, თუ რამდენად სასარგებლო გავლენა აქვს ამ სანელებელს ჩვენს ორგანიზმზე. მისი მკვეთრი, ძლიერი და სასიამოვნო არომატი ამარცხებს დეპრესიას და გვიბრუნებს სულიერ სიმშვიდებს. ეთერზეთები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ილი, ხსნის ნაწლავების სპაზმებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და აწესრიგებს გულის რიტმს.

თუ ამ სანელებელს რეგულარულად მიირთმევთ ჩაის ულუფასთან ერთად, მიიღებთ უდიდეს სარგებელს ჯანმრთელობისათვის – ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. მოცემული სასმელი ეფექტურად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ძირფესვიანად წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან.

ჩაი ილით

ინგრედიენტები დღიური ულუფისთვის: 

  • 1,5 ლიტრი წყალი
  • 3 ჩ.კ. შავი ჩაი
  • 3 ცალი ილი

ინსტრუქცია:

  1. ილის გამომშრალ ბალიშებს ბოლომდე ამოაცალეთ თესლები.
  2. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ შავი ჩაი და ილის თესლები.
  3. ორივე ინგრედიენტის დამატების შემდეგ დაუყონებლივ გამორთეთ ცეცხლი და დააყოვნეთ სასმელი თავდახურულ მდგომარეობაში 10-15 წუთით.
  4. როდესაც ჩაი ოდნავ გაგრილდება, გადაწურეთ ის ახალ, სუფთა ჭურჭელში.
  5. მიირთვით ის პატარა ულუფებით მთელი დღის განმავლობაში, ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შუალედში.

როგორც უკვე გითხარით, ამ სასმელს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით ქოლესტერინის მავნე ფენებისაგან, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში და მოიწესრიგებთ საჭმლის მონელების პროცესს.

მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ მინიმუმ 2 კვირიანი შესვენება – ძალიან მალე საოცარ ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!