გამონაყარი, მეჭეჭები, ჰემორეა, ნაოჭები – ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში ბანანის ქერქი გვეხმარება!

598

ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ბანანი უგემრიელესი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო ხილია. არანაკლებ სასარგებლო და სამკურნალოა ბანანის ქერქიც  (შიგნითა მხარე). კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით,  მანგანუმით, ფოსფორითა და სხვა ნუტრიენტებით მდიდარი ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის პრობლემებისა და მეჭეჭების საწინააღმდეგოდ, კბილების გასათეთრებლად და ა. შ.

  1. ბანანის ქერქი ვირუსული მეჭეჭების წინააღმდეგ

ბანანის კანის პატარა ნაჭერი, შიგნითა მხრიდან, დაიდეთ მეჭეჭზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამე. მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველ საღამოს მეჭეჭის გაქრობამდე.

  1. ანთებისა და კანის გაღიზიანების საწინააღმდეგოდ

ბუნებრივი ზეთებითა და ფერმენტებით მდიდარი ბანანის ქერქი  დაგიამებთ მზის დამწვრობით გამოწვეულ  ტკივილს, ახორცებს ნაკაწრებს, ამცირებს კანის ანთებით პროცესებსა და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ბანანის ქერქი (შიგნითა მხრიდან).

  1. აკნე

პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ ბანანის ქერქის შიგნითა ნაწილი და დაიტოვეთ 40-50 წუთი.

  1. ბანანის ქერქი და ბუასილი

ბანანის ქერქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუასილის საწინააღმდეგოდ. ბანანის ქერქი, შიგნითა ნაწილით, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

  1. ბანანის ქერქი ნაოჭების წინააღმდეგ

ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით მდიდარი ბანანის ქერქი ძალიან სასარგებლოა კანისთვის. დაწექით და ბანანის ქერქი, შიგნითა მხრით, დაიდეთ სახის კანზე და თვალების ქვეშ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ბანანის ქერქი წაისვით სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე.

ბანანის ქერქი კვებავს და ამკვრივებს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ამცირებს მსხვილ ნაოჭებს.

  1. ბანანის ქერქი და კბილები

დღეში 1-2-ჯერ გაიხეხეთ კბილები ბანანის ქერქით, შიგნითა მხრით. შემდეგ დაიდეთ კბილებზე და გაიჩერეთ 2 წუთი. პროცედურის დასრულებისთანავე ბანანის ნარჩენების მოსაშორებლად გაიხეხეთ კბილები.