ყველაზე მარტივი საშინაო მეთოდი ნეკნთაშორისი ნევრალგიის სამკურნალოდ

15625

ნეკნთაშორისი ნევრალგია საკმაოდ მზაკვრული დაავადებაა, რომელსაც, შეიძლება ითქვას, შენიღბვის უნარიც კი გააჩნია. ამ დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების გამოვლინებას. მკურნალობის სწორი მეთოდის შესარჩევად, პირველ რიგში, უნდა შეგვეძლოს გულის პრობლემებისა და ნეკნთაშორისი ნევრალგიის ერთმანეთისგან გარჩევა, განსხვავება.

ნეკნთაშორისი ნევრალგიისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: 

  • ხანგრძლივი ტკივილი შეინიშნება როგორც დღე, ასევე ღამე.
  • ტკივილი იზრდება ჩასუნთქვის, ხველების, სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისათვის დამახასიათებელი ნიშნებია:

  • ტკივილი ხანმოკლეა, პერიოდულ ხასიათს ატარებს, გრძელდება 2-10 წუთის განმავლობაში.
  • როგორც წესი, ექვემდებარება ნიტროგლიცერინის აბით დახშობას.
  • ტკივილი არ მატულობს ჩასუნთქვისას და სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში.
  • ტკივილს თან ახლავს არტერიული წნევის ზრდა ან შემცირება, პულსის აჩქარება და არითმიები.

როგორ ვუმკურნალოთ ნეკნთაშორის ნევრალგიას სახლის პირობებში?

დაგჭირდებათ:

  • იოდი
  • გლიცერინი
  • მუქი ფერის მინის ბოთლი
  • ბამბის დისკი

ინსტრუქცია:

  1. აიღეთ მუქი ფერის მინის პატარა ბოთლი და შეურიეთ მასში ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციებით.
  2. რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ანჯღრიეთ ბოთლი.
  3. დაასველეთ ბამბის დისკი მომზადებული ნარევით და მისი გამოყენებით მსუბუქად დაიმუშავეთ სხეულის ის ნაწილები, რომლებზეც ტკივილი ვრცელდება.
  4. პროცედურის შემდეგ მოკალათდით კომფორტულად და გაემზადეთ დასაძინებლად.

ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ მეორე დღეს 1 თვის განმავლობაში. აუცილებლად დაამთავრეთ კურსი და არ შეწყვიტოთ ამ პროცედურების ჩატარება შუაში, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოცემული საშუალება თქვენც დაგეხმარებათ. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!