დარღვევები ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენი უსიამოვნო პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას ამ ჯირკვლის დისფუნქციამ.
დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგაცნოთ ერთი ძალიან ეფექტური ხალხური საშუალება, რომელიც დაგირეგულირებთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და მინიმალურ ვადაში გაგათავისუფლებთ არაერთი პრობლემისაგან.
თაფლი და ფეიხოა – ორი ნატურალური ინგრედიენტი, რომელიც ჩვენი დღევანდელი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ფეიხოა სწორედ ის ნატურალური პროდუქტია, რომელიც იოდის რეკორდული შემცველობით გამოირჩევა (დაახ. 0,2-1 მგ 100 გრამ პროდუქტზე).
ფეიხოას, ისევე როგორც თაფლს, ჩვენი ორგანიზმი ითვისებს ძალიან მარტივად. არაერთი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია, რომ ეს ნატურალური ნაზავი ძალიან სასარგებლოა იმ პაციენტებისათვის, რომელთაც იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებთ.
1 კგ ფეიხოა კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავი და ბოლო, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპში თავის კანთან ერთად (არ გააცალოთ კანი, რადგან ის მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით). მიღებულ ფაფას დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით თაფლი და კარგად გადაურიეთ. მზა მასა მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნაზავის ამოწურვამდე.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!