მკვლევარების მტკიცებით, არსებობს ისეთი საკვები პროდუქტები, რომელთაც გაამახალგაზრდავებელი გენების გააქტიურების უნარი გააჩნია. დაივიწყეთ მკაცრი დიეტები, კალორიების თვლა და შეზღუდვები – ახალგაზრდობისა და კარგი გარეგნობის შესანარჩუნებლად, საკმარისია, გაამდიდროთ კვების რაცონი იმ პროდუქტებით, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს გენების მუშაობაზე. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ სასარგებლო საკვვები პროდუქტების შესახებ ვისაუბრებთ.
9 საკვები პროდუქტი, რომელიც შეაფერხებს დაბერების პროცესს
1. შავი შოკოლადი
საუბარია ნატურალურ შოკოლადზე, რომელშიც მაქსიმალურია კაკაოს შემცველობა. მოცემული პროდუქტი მდიდარია პროციანიდინით – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცას ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან. განსაკუთრებით დადებითი გავლენა ამ ნივთიერებას ჩვენს კანზე აქვს.
2. ორაგული
ორაგული და თევზის სხვა სახეობები, რომლებიც ცივ წყლებში ბინადრობენ, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ კვების ყოველდღიურ რაციონში. ორაგული წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების, ცილებისა და ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს – სამივე ელემენტი აუცილებელია კარგი გარეგნობისა და სიმხნევის ღრმა სიბერემდე შესანარჩუნებლად.
3. დარიჩინი
ეს სანელებელი არა მხოლოდ ანიჭებს კერძებსა და სხვადასხვა სასმელებს საოცარ არომატს, არამედ აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. დარიჩინი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობასა და კონცენტრირების უნარს. ანტიოქსიდანტები, რომელთაც ჭარბად შეიცავს მოცემული პროდუქტი, გვიცავს მელანომის განვითარებისგან.
4. სოკო შიიტაკე
ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი სოკოს ეს სახეობა ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის. ანტიოქსიდანტებით მდიდარ ამ უგემრიელეს პროდუქტს აქვს დადებითი გავლენა თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემის მუშაობაზე. შიიტაკე მდიდარია D ვიტამინითაც, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ კვების რაციონში, თუ მზეზე დროს იშვიათად ატარებთ.
5. სალბის თესლი (შალფეი)
ეს მცენარე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში, რაც მისი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული. თუ მისი დაფქული თესლით შეაზავებთ საყვრელ კერძებს, არა მხოლოდ გააუმჯობესებთ მათ გემოვნურ თვისებებს, არამედ მიიღებთ უდიდეს სარგებელს მთელი ორგანიზმისთვის. სალბის თესლი წარმოაგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების, E ვიტამინისა და კალციუმის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს.
6. მწვანე ჩაი
მოცემული პროდუქტი წარმოადგენს კატეჰინების საკმაოდ დიდ წყაროს – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს, გვიწყობს ხელს წონის დაკლებაში და ცხიმოვანი ფენების მოშორებაში. კვლევების თანახმად, რეგულარულად ფინჯანი მწვანე ჩაის მირთმევით ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესი 15-20%-ით იზრდება. ეს ის არომატული სასმელია, რომელსაც თქვენი სხეულის კიბოსგან დაცვაც კი შეუძლია!
7. წითელი ღვინო
ეს ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც რეგულარულად შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა აუცილებლად მკაცრად განსაზღრვრული ულუფებით. წითელი ღვინო მდიდარია რესვერატროლით – აქტიური ფერმენტი, რომელიც აფერხებს ცხიმოვანი ფენების დაგროვების პროცესს და აახალგაზრდავებს მთელ სხეულს. ამ სასმელს შეუძლია თქვენი დაცვა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან და კიბოსგან.
8. ჯანჯაფილი
ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია გაცხიმოვნების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, მდიდარია ეთერზეთებით, რომლებიც სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავების პროცესს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. კვლევების თანახმად, დღეში 2 გრამი ჯანჯაფილი სავსებით საკმარისია, რათა 20%-ით შევიმციროთ სისხლში შაქრის დონე და თავიდან ავირიდოთ დიაბეტი.
9. გრეიფრუტი
ეს ტროპიკული ხილი წარმოადგენს C ვიტამინის ძალიან დიდ ბუნებრივ წყაროს. გრეიფრუტის რეგულარულად მირთმევით, თქვენ შეძლებთ სისხლში ინსულინის დონის დარეგულირებას და ცხიმის წვის პროცესის რამდენჯერმე დაჩქარებას.
თუ კარგი გარეგნობისა და სიმხნევის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი სტატიაში წარმოდგენილი ნატურალური პროდუქტებით – ისინი მოამარაგებს თქვენს სხეულს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!