ასაკის მატება, არასწორი კვება, მავნე გარემო და არაჯანსაღი ჩვევები – ძირითადი ფაქტორები, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
დროთა განმავლობაში ჩვენი სისხლძარღვები ძალიან ბინძურდება, რაც საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემასა და დაავადებას. ქოლესტერინის დონის მატება და ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე მისი ფენების დალექვა აფერხებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, რის შედეგადაც ჩვენს შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს ჟანგბადი და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებები შეფერხებულად მიეწოდება.
სისხლძარღვები ბოლომდე რომ გაიწმინდოთ, დაუბრუნოთ მათ მოქნილობა და შეიმციროთ ცუდი ქოლესტერინის დონე, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისათვის ჩვენს დღევანდელ მარტივ საშუალებას. ის სასურველ შედეგს მინიმალურ დროში მოგცემთ!
როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები სახლის პირობებში
დაგჭირდებათ მხოლოდ 3 იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტი. 1 ჩაის ჭიქა კამის თესლს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კატაბალახას (ვალერიანი) დაფქული ფესვი და დასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. როდესაც ნარევი დაახლოებით 40 გრადუსამდე გაგრილდება, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად მოურიეთ, შეფუთეთ თბილად და დააყოვნეთ მზა საშუალება რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. მიირთვით ეს ნაყენი 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
კურსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სისხლძარღვებს, შეიმცირებთ ქოლესტერინის დონეს და მოიწესრიგებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.
გარდა მოცემული საშუალებისა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური ნატურალური სასმელი, რომელიც მოიყვანს მწყობრში თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ტიბეტური რეცეპტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ.
ახალგაზრდობის ტიბეტური რეცეპტი
ბალახეულის ჩაი ტიბეტური რეცეპტით – სასმელი, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე. ის არა მხოლოდ გაგიწმენდთ სისხლძარღვებს და გაგიუმჯობესებთ სისხლის შემადგენლობას, არამედ გააახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს.
აიღეთ 100-100 გრამის ოდენობით შემდეგი ბალახები: კრაზანა, გვირილა, უკვდავა და არყის ხის კვირტები. ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით დაფქვით ყველა ინგრედიენტი და შეურიეთ ერთმანეთში. შეინახეთ ჭურჭელში, რომელსაც კარგად ეფარება თავსახური.
1 სუფრის კოვზი ეს ნაზავი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრიან თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი, შემდეგ დააყოვნეთ რამდენიმე საათით. მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა ეს სასმელი საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. თერმოსში მორჩენილი ულუფა მიიღეთ მეორე დილას, საუზმობამდე 15-20 წუთით ადრე.
მიირთვით ეს არომატული ჩაი ამ ინსტრუქციით ყოველდღიურად. კურსის ხანგრძლივობა – ბალახები ნარევის ამოწურვამდე.
ასე თქვენ გაიწმენდთ მთელ სხეულს ტოქსინებისგან, დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, მოიშორებთ ზედმეტ ცხიმებსა და კილოგრამებს, დაუბრუნებთ სისხლძარღვებს მოქნილობას, თავიდან აირიდებთ ინფარქტს, ინსულტსა და ჰიპერტონიას, გაიუმჯობესებთ მხედველობას და მოიშორებთ ხმაურის უცნაურ განცდას ყურებში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!