“მუცლის ვაკუუმი” – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი ვარჯიში მუცლის შიდა კუნთების ტონუსის გასაზრდელად და წელის გარშემოწერილობის შესამცირებლად.
ბრტყელი მუცლის მოპოვება ზედმეტი დატვირთვის გარეშე – თუ ეს შეუძლებელი გგონიათ, ძალიან ცდებით! შეასრულეთ ჩვენი დღევანდელი მარტივი სავარჯიშო სწორი ინსტრუქციით რეგულარულად, რათა ხანმოკლე დროში დატკბეთ საოცარი ცვლილებებით.
დაახლოებით 3 კვირაა საჭირო, რათა მუცლის კუნთები საგრძნობლად გაძლიერდეს და წელის გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდეს.
როგორ მოვიპოვოთ ბრტყელი მუცელი ზედმეტი დატვირთვის გარეშე
თუ მუცლის კუნთების გაძლიერება გსურთ, საწყის ეტაპზე ეს მსუბუქი სავარჯიშო უნდა შეასრულოთ რაც შეიძლება ხშირად. დაუთმეთ ამ მარტივ ტექნიკას კვირაში 5 დღე და სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს!
1. საწყისი მდგომარეობა – დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხები მუხლებში. ხელები გაშალეთ სხეულის გასწვრივ, ხელისგულებით უნდა ეხებოდეთ იატაკს. როდესაც საწყის პოზას მიიღებთ, მოდუნდით მაქსიმალურად. მოდუნებულ მდგომარეობაში ნელ-ნელა ამოისუნთქეთ, გაათავისუფლეთ ფილტვები ჰაერისაგან. ამ დროს უნდა იყოთ მაქსიმალურად მოდუნებული და არ უნდა დაძაბოთ სხეულის რომელიმე კუნთი.
2. როდესაც ფილტვები ჰაერისგან დაცარიელდება, ძლიერად ჩაჭიმეთ პრესი, შეზნიქეთ მუცელი მაქსიმალურად და შეწყვიტეთ სუნთქვა. შეიკავეთ თავი დაჭიმულ მდგომარეობაში 10-15 წამით, შემდეგ ოდნავ ჩაისუნთქეთ, თუმცა მუცლის გამობერის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად შეზნიქეთ ის.
3. ჩასუნთქვის შემდეგ მუცელი არ მოადუნოთ – კიდევ უფრო მეტად დაჭიმეთ კუნთები და კვლავ დაიფიქსირეთ თავი ამ მდგომარეობაში 15 წამით. თუ სუნთქვის შეკავება გიჭირით, აკეთეთ პატარ-პატარა ჩასუნთქვები.
4. ახლა კი მასქიმალურად მოადუნეთ კუნთები, გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, შემდეგ კვლავ გაათავისუფლეთ ფილტვები ჰაერისაგან და მასქმალურად შეზნიქეთ მუცელი რამდენიმე წამით. ჰაერის ჩასუნთქვის გარეშე და კუნთების მოუდუნებლად, გამობერეთ მუცელი მაქსიმალურად და შემდეგ მოდუნდით.
აკეთეთ ეს მსუბუქი სავარჯიშო რაც შეიძლება ხშირად, რათა ძალიან მალე მოიპოვოთ ბრტყელი მუცელი და შეიმციროთ წელის გარშემოწერილობა. “მუცლის ვაკუუმი” მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია მუცლის შიდა კუნთების ტონუსის ასამაღლებლად.
თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!