ზურგის, სახსრების, მუხლებისა და მყესების პრობლემები შეიძლება ერთნაირად აწუხებდეთ როგორც მოხუცებს, ისე ახალგაზრდებს.
თუ გაწუხებთ ზურგის, მაჯების, ფეხებისა და კისრის მუდმივი ტკივილი, ჟელატინის ბაზაზე მომზადებული სამკურნალო საშუალება იდეალურია თქვენთვის.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები ჟელატინი 2 ჩ. კ.
- წყალი 50 მლ
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით თბილი წყალი, აურიეთ და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ჟელე შეურიეთ თქვენთვის სასურველ სასმელს და დალიეთ. ჟელე შეგიძლიათ შეურიოთ რძეს, კეფირს, იოგურტს, წვენებს.
- სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 7 დღე. შემდეგ შეისვენეთ 1 თვე და კვლავ გაიმეორეთ.
ჟელატინს მრავალი სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის:
- აძლიერებს სახსრებს
- აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას
- ასწრაფებს მეტაბოლიზმს
- აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს
- ამაგრებს და ელეასტიურობას ანიჭებს მყესებს, ლიგატებს
- ხელს უშლის ოსტეოპოროზისა და ოსტეოართრიტის განვითარებას
- აუმჯობესებს თმისა და კანის მდგომარეობას
როგორ ებრძვით ამ უსიამოვნო პრობლემას თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით, ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!