მოსფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტი პარაზიტებითაა დასნებოვნებული. პარაზიტებით ინვაზია იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ჰიგიენის ნორმებს არ ვიცავთ და ხელებს ხშირად არ ვიბანთ.
თუ რეგულარულად გაწუხებთ მუცლის შებერილობა, ტკივილი ჭიპის ირგვლივ, ყაბზობა, კანის ქავილი, თავბრუსხვევისა და ღებინების შეგრძნება, აუცილებლად იზრუნეთ პარაზიტებისა და ჭიების დროულად მოშორებაზე. ეს უცხო სხეულები გვპარავენ მკვებავ ნივთიერებებს, რამაც ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემისა და პათოლოგიის განვითარებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
როგორ გავანადგუროთ სხეულში ბინადარი პარაზიტები და ჭიები?
ჰელმინთოზის წინააღმდეგ საბრძოლველი ერთ-ერთი ძალიან ეფექტური საშუალებაა მწვანე კაკალი. მაისის თვეში შეგროვებული, ჯერ კიდევ მოუმწიფებელი მწვანე კაკალი ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ძალიან სასარგებლოა ეს პროდუქტი მაშინაც, როდესაც საუბარი ჭიების, პარაზიტებისა და მათი კვერცხების მოშორებაზე მიდის.
ინგრედიენტები:
- 33 ნაყოფი მწვანე კაკალი
- ოჯახის არაყი
ინსტრუქცია:
- მწვანე კაკალი გაატარეთ ხორცსაკეპში.
- მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის 3 ლიტრიან ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ქილა პირამდე შივსოს.
- დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი თბილ, მზიან ადგილას 40 დღე-ღამის განმავლობაში.
- შიგთავსი პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ.
დაყოვნებული მასა გადაწურეთ და გაანაწილეთ მინის ბოთლებში. შეინახეთ მზა საშუალება ბნელ ადგილას და დაიწყეთ მისი მიღება შემდეგი სქემის მიხედვით: ჭიები და პარაზიტები ბოლომდე რომ გაანადგუროთ, ყოველ დილას, უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი და დააყოლეთ 2 ჩაის კოვზი ნაყენი. მოიქეცით ასე ყოველდღიურად პირველი კვირის განმავლობაში.
პირველი 7 დღის შემდეგ მიიღეთ ეს საშუალება ანალოგიური პრინციპით, თუმცა ამჯერად მხოლოდ კვირაში ერთხელ. კურსის საერთო ხანგრძლივობა – 2-დან 3 თვემდე.
ამ დროში თქვენ ბოლომდე გაანადგურებთ ორგანიზმში ბინადარ პარაზიტებს, ჭიებსა და მათ კვერცხებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!