ჩვენს დროში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.
თუ სახსრების ტკივილი თქვენთვის უცხო არ არის, გირჩევთ, სააფთიაქო ტკივილგამაყუჩებელი აბების ნაცვლად, დახმარებისათვის საშინაო, ხალხურ საშუალებებს მიმართოთ. ასე თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ სასურველ შედეგს, არამედ დაიზღვევთ თავს საშინელი გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებებისგან.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს არაერთ ძალიან ეფექტურ საშუალებას სახსრების ტკივილის მომენტალურად შესამსუბუქებლად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი ასეთი ძალიან ეფექტური საშინაო საშუალების შესახებ ვისაუბრებთ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.
როგორ დავამარცხოთ სახსრების ტკივილი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. მსხვილკრისტალებიანი ზღვის მარილი
- 1 ლიტრი წყალი
- ნიშადურის სპირტი
- ქაფურის სპირტი
ინსტრუქცია:
- დაამატეთ 1 ლიტრ წყალში 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და კარგად მოურიეთ.
- ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში 80-100 მლ 10%-იანი ნიშადურის სპირტი და 10 გრამი ქაფურის სპირტი.
- დაუმატეთ მარილის წყალხსნარს მომზადებული ნარევი და კიდევ ერთხელ ყველაფერს კარგად გადაურიეთ.
- მიღებულ ნარევში შენიშნავთ თეთრი ქაფისებრი ფანტელების გაჩენას. ჭურჭელს, რომელშიც ნარევი გისხიათ, დააფარეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ შიგთავსი.
- თეთრი ფანტელები ბოლომდე უნდა გაქრეს.
დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები ამ საშუალებით, ზემოდან გადაიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკი, შემდეგ შალის თბილი ქსოვილი. დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით.
ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა ყოველდღიურად სახსრების ტკივილის სრულ გაქრობამდე. პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები ძალიან მალე თვალსაჩინო გახდება.