ასე აღვიდგინე მხედველობა მაშინ, როდესაც იმედები უკვე გადაწურული მქონდა

8408

კოთხუჯი – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი შორეული წინაპრები აქტიურად იყენებდნენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ, როდესაც სააფთიაქო აბები და პრეპარატები საერთოდ არ არსებობდა.

კოთხუჯი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს დროშიც, რაც ამ მცენარისათვის დამახასიათებელი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული.

ხალხურმა მედიცინამ შემოგვინახა არაერთი ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში დეტალურაად ვისაუბრებთ.

როგორ ვიმკურნალოთ კოთხუჯით

1. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობაში ეს მცენარე აუცილებლად დაგეხმარებათ. 2 ს.კ. კოთხუჯის დაფქულ ფესვებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. დუღილის დაწყებიდან მომდევნო 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ეს ნარევი, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და მიეცით დრო გასაგრილებლად. დაიწყეთ გადაწურული ნახარშის მიღება 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

2. მხედველობის დაქვეითება 

კოთხუჯის ფესვებისა და ღვინის ნაყენი აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ მხედველობის დაქვეითებას გრძნობთ. 1 ჩაის კოვზ კოთხუჯის დაფქულ ფესვებს დაასხით 300 მლ წითელი მშრალი ღვინო და დააყოვნეთ ის 3 კვირის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილას (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დაიწყეთ მისი მიღება შემდეგი ინტრუქციის მიხედვით: ყოველ დილას, ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დალიეთ 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი ნაყენი 10-30 წვეთის ოდენობით. უმჯობესი იქნება, თუ დაიწყებთ 10 წვეთით და ნელ-ნელა გაზრდით ულუფას.

3. ლეიკოზი

ლეიკოზის მკურნალობაში დაგეხმარებაშ შემდეგი ნარევი: 100 გრამ კოთხუჯის დაფქულ ფესვებს დაუმატეთ 250 გრამი ნატურალური თაფლი და 250 მლ მაღალი ხარისის კონიაკი. დააყოვნეთ ეს საშუალება ბნელ ადგილას რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

4. სქესობრივი დისფუნქცია, ქოლეცისტიტი და კენჭები თირკმელებში

ყველა ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ შემდეგი ნაყენი: 100 გრამ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი ოჯახის არაყი და დააყოვნეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). მიღებული ნაყენი მიირთვით 30 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ყველა ამ რეცეპტის ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. კოთხუჯი მართლაც რომ უნივერსალური მცენარეა, რომელსაც აქვს ძალიან სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!