როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა, რათა დავიცვათ თავი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა

1370

რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ, დაგავიწყებთ სააფთიაქო აბებსა და პრეპარატებს, რომელთათვის არაერთი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. ეს ის ნატურალური საშუალებაა, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და საიმედოდ დაგიცავთ სხვადასხვა სერიოზული დაავადებებისაგან.

დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ნატურალური, იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტი, რომელთა კომბინირებით მიიღებთ უძლიერეს იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. გარდა ორგანიზმის თავდაცვითი ძალების ამაღლებისა, ეს საშუალება მოგამარაგებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით.

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი

ინგრედიენტები:

  • ჯანჯაფილის ფესვი (საშუალო ზომის)
  • 2 ლიმონი
  • 500 გრამი ნატურალური თაფლი

ინსტრუქცია: 

  1. კარგად გარეცხეთ ლიმონი და დააქუცმაცეთ თავის კანთან ერთად.
  2. გარეცხეთ ჯანჯაფილი, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით პატარა კუბიკებად.
  3. ჩაყარეთ ორივე ინგრედიენტი ერთ ლიტრიან მინის ქილაში და დაუმატეთ 500 გრამი ნატურალური თაფლი.
  4. ქილას დააფარეთ თავსაური და შეინახეთ ნაზავი მაცივარში. ვარგისიანობის ვადა – 1-დან 2 თვემდე.

რეკომენდებულია ამ ნაზავის მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს. ბავშვების შემთხვევაში ულუფა ჩაის კოვზამდე შეამცირეთ.

როგორც უკვე გითხარით, ეს ნატურალური ნაზავი ძალიან ძლიერი იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც დაგიცავთ არა მხოლოდ გრიპისა და გაციებისგან, არამედ არაერთი სერიოზული დაავადებისაგან.

თუ მომატებული მჟავიანობა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!