ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ქალბატონებში, რომელიც ჩვენს თვითშეფასებას ძალიან ადაბლებს და უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის, ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა.
გახსოვდეთ, ვენების ვარიკოზი მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. მიიღეთ საჭირო ზომები დროულად, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.
საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, სასურველ შედეგს მცირე დროში მოგცემთ. ეს სწორედ ის რეცეპტია, რომლის ეფექტურობაც დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.
ვენების ვარიკოზის მკურნალობა სახლის პირობებში
დაგჭირდებათ:
- 5 მწვანე პომიდორი
- 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი
- მინის ქილა
- მარლა
ინსტრუქცია:
დაჭერით პომიდორი თხელ რგოლებად, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა ვაშლის ძმარი. ქილას კარგად დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი ბნელ ადგილას 48 საათის განმავლობაში. რამდენიმე საათში ერთხელ კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი.
მზა საშუალებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მანაკვეთები. რამდენიმე წუთიანი მსუბუქი მასაჟის შემდეგ გადაიხვიეთ მარლა და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 40 წუთით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ კანი გრილი წყლით.
2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს. უკვე რამდენიმე პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება!
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს საშუალება თქვენც დაგეხმარებათ. აუცილებლად მოუყევით ვენების ვარიკოზის სამკურნალო ამ საშუალების შესახებ თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბენდიერებას!