მოამზადეთ კომბოსტოს წვენი მარტივი ინსტრუქციით და მიირთვით, რათა გაიძლიეროთ გული, ძვლები და იმუნიტეტი

2377

მიუხედავად სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ძალიან მაღალი შემცველობისა, კომბოსტო არც თუ ისე პოპულარული ბოსტნეულია. ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, რაც არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული.

კომბოსტო სინიგრინით მდიდარი პროდუქტია – ქიმიური შენაერთი, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. იმისათვის, რომ მიიღოთ არაერთი უპირატესობა თქვენი ჯანმრთელობისათვის, გარდა უშუალოდ ბოსტნეულის მირთმევისა, რეგულარულად მიიღეთ მისი ახლადგამოწურული წვენი.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს წვენი

  1. ადუღეთ წყალი 30 წუთის განმავლობაში.
  2. დაჭერით კომბოსტო წვრილად და ჩაყარეთ ბლენდერში.
  3. დაასხით ზემოდან ადუღებული წყალი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. კომბოსტო და წყალი უნდა აიღოთ იმ რაოდენობით, რომ მიღებული მასა იყოს საშუალო სისქის (არც ზედმეტად სქელი და არც ძალიან თხელი).
  5. კომბოსტოს მზა წვენი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  6. დააყოვნეთ სასმელი 72 საათით.
  7. გადაწურეთ ის ახალ ქილაში სპეციალური ფილტრით ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლით.

რატომ უნდა მივირთვათ ეს სასმელი რეგულარულად?

1. გაიუბჯობესებთ საჭმლის მონელებას

უჯრედისით მდიდარი კომბოსტოს წვენი ძალიან სასარგებლოა ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. მიირთვით ის რეგულარულად, რათა მოიწესრიგოთ საჭმლის მონელების პროცესი და დაირეგულიროთ ნივთიერებათა ცვლა.

2. აძლიერებს იმუნურ სისტემას

კომბოსტოს წვენი მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით. რეგულარულად ამ წვენის მირთმევით, თქვენ აიმაღლებთ ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და საიმედოდ დაიცავთ თავს სხვადასხვა ინფექციებისგან.

3. ებრძვის კიბოს

კომბოსტოს წვენი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ებრძვის კანცეროგენულ ქიმიურ ნივთიერებებს. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიიღებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების განვითარებისგან.

4. გაიძლიერებთ ძვლებს

ჩვენი ორგანიზმისათვის საჭირო და აუცილებელი მინერალებით მდიდარი კომბოსტოს წვენი გაგიძლიერებთ ძვლებსა და მთლიან საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას.

5. ახშობს ანთებას

დამტკიცებულია, რომ კომბოსტოს წვენი საგრძნობლად ამცირებს ჩვენს სხეულში მიმდინარე ანთებით პროცესებს და გვეხმარება მათ ჩახშობაში.

6. აძლიერებს გულის კუნთს

კონცენტრირებული უჯრედისი, რომელსაც ჭარბად შეიცავს კომბოსტოს წვენი, ძალიან სასარგებლოა ჩვენი გულისთვის.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ამ თვისებებისა, კომბოსტოს წვენი გაგიუმჯობესებთ მხედველობას და მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს მისი პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!