თაფლისა და ასპირინის ნაზავი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭებისა და ლაქების მოსაშორებლად

2031

მართალია, დღესდღეობით არსებობს სახის კანის გამაახალგაზრდავებელი არაერთი კოსმეტიკური პროდუქტი და პროცედურა, თუმცა ხალხური, საშინაო საშუალებები მაინც არ კარგავს პოპულარობას.

რითია განპირობებული ეს ფაქტი? ნატურალური, საშინაო საშუალებები თაობების მიერაა გამოცდილი და მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა. აღსანიშნავია ამ საშუალებების ბიუჯეტურობაც, რადგან რეგულარულად სილამაზის სალონში სასიარულოდ ქალბატონების უმრავლესობას დრო და ფინანსები არ გვყოფნის.

დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ჩვენი ბებიების სილამაზის რეცეპტს. ორი იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის კომბინირებით თქვენ მიიღებთ ნაზავს, რომელიც მინიმალურ დროში ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, ღრმად გაგიწმენდთ ფორებს, დაუბრუნებს კანს ელასტიკურობასა და სიმკტიცეს.

თაფლი და ასპირინი – საუკეთესო კომბინაცია სახის კანის გასაახალგაზრდავებლად! 

რატომ არის ეს ნაზავი ასეთი სასარგებლო ჩვენი კანისთვის? თაფლი C ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა, რომლებიც არეგულირებს კანში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, სტიმულირებს კანის ზედა ქსოვილების ჟანგბადით გამოკვების პროცესს, აჩქარებს ეპიდერმისის დაზიანებული უჯრედების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს და ატენიანებს ჩვენს კანს. C ვიტამინი და პოლიფენოლები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს თაფლი, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავების პროცესს, რის შედეგადაც საგრძნობად ვაფერხებთ დაბერების პროცესს.

რაც შეეხება ასპირინს, ეს ბიუჯეტური სააფთიაქო საშუალება ბოლომდე გაწმენდს ფორებს დაგროვებული ჭუჭყისა და სიბინძურისგან, დაატენიანებს კანს და დაუბრუნებს მას ლამაზ ფერს.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი?

  1. აიღეთ ასპირინის 4 აბი და დაფქვით რაც შეიძლება კარგად.
  2. მიღებული ფხვნილი დაუმატეთ 1 სუფრის კოვზ თხევად თაფლს.
  3. კარგად გადაურიეთ.
  4. ამ საშუალების ეფექტურობა კიდევ უფრო რომ გავზარდოთ, რეკომენდებულია ნაზავში თითო კაფსულა A და E ვიტამინის დამატება.

როგორ გამოვიყენოთ ნიღაბი? 

წინასწარ კარგად გაწმენდილ სახის კანზე წაისვით ეს ნაზავი საშუალო სისქის ფენად, დაიტოვეთ სამოქმედოდ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყალით. უმჯობესი იქნება, თუ პროცედურას საღამოს საათებში ჩაიტარებთ.

ასპირინისა და თაფლის ნაზავის ნიღბის სახით გამოყენება რეკომენდებულია კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ და აუცილებლად საღამოს საათებში, რათა არ მოგიწიოთ მზეზე გასვლა.

გარდა პატარა ზომის ნაოჭების გაგლუვებისა, კანის ტონის გათანაბრებისა და ლაქების მოშორებისა, მოცემული საშუალება საიმედოდ დაიცავს თქვენს კანს ჩვენი დაბინძურებული საცხოვრებელი გარმოს უარყოფითი ზეგავლენისგან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვეობით. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!