ხელების კანზე ნაოჭებისა და ლაქებისაგან კვალიც რომ არ დარჩეს, გამოიყენეთ ეს საშინაო საშუალებები

25920

ამ საშინაო საშუალებებს, რომელთა შესახებ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, მარტივად შეუძლია, დაუბრუნოს თქვენი ხელების კანს ახალგაზრდობა და სილამაზე.

გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენისა და დაბერების პროცესის შედეგად, ჩვენი ხელების კანი ნაოჭდება, უხეშდება და იბზარება. საკმაოდ ხშირია პიგმენტური ლაქების გაჩენის პრობლემაც, რაც ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

თუ გსურთ, თქვენი ხელების კანი იყოს ისეთივე რბილი, ნაზი და ლამაზი, როგორც ათიოდე წლის უკან, აუცილებლად ცადეთ დღევანდელ სტატიაში შემოთავაზებული ნატურალური საშუალებები. მათი დახმარებით, მინიმალურ ვადაში გაიგლუვებთ კანს, მოიშორებთ ლაქებს და დაუბრუნებთ მას ახალგაზრდობას.

ნატურალური პროდუქტები ხელების კანის მოსავლელად

ვაშლის ძმარი

ეს პროდუქტი მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის მოსავლელად. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებისა და სხვადასხვა შენაერთების მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე, ვაშლის ძმარი სწრაფად არბილებს კანს, გვაშორებს ლაქებსა და ნაოჭებს.

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და ნუშის ან ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი კარგად შეიზილეთ ხელების კანში დღეში 2-ჯერ (არ ჩამოიბანოთ).

ალოეს წვენი

ყველას არაერთხელ გვსმენია ალოეს სასარგებლო თვისებების შესახებ. განსაკუთრებით დადებითი გავლენა ამ პროდუქტს სწორედ ჩვენს კანზე აქვს: ის სწრაფად მოგაშორებთ ლაქებსა და ნაოჭებს, დააჩქარებს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს.

უბრალოდ დაიმუშავეთ ხელების კანი ალოეს წვენით ყოველ საღამოს, დაძინების წინ და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით.

ციტრუსების წვენი

მათი დახმარებით, მარტივად არის შესაძლებელი ხელების კანის გათეთრება, მისი ტონის გათანაბრება და ლაქების მოშორება. თუ ციტრუსების წვენით კანს დაიმუშავებთ, ჩაიტარეთ ეს პროცედურა მხოლოდ საღამოს, დაძინების წინ, რათა არ მოგიწიოთ მზეზე გასვლა.

წყალბადის ზეჟანგი

ძალიან ეფექტურია წყალბადის ზეჟანგი ხელების კანიდან პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კანი გაქვთ, თავი შეიკავეთ მისი გამოყენებისგან, რათა არ გაიღიზიანოთ კანი.

კარგად დაასველეთ ბამბა წყალბადის ზეჟანგით და აქტიურად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები. რამდენიმე საათის შემდეგ დაიბანეთ ხელები საპნით.

აბუსალათინის ზეთი

ამ ზეთისათვის სამკურნალო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი. აბუსალათინის ზეთი სწრაფად მოგაშორებთ ლაქებს და გახდის ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს.

წაისვით თბილი ზეთი ხელებზე და იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ რამდენიმე საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა რაც შეიძლება ხშირად, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ პრობლემისაგან.